ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს, ღუდუშაურის კლინიკაში,
სპეცოპერაციის დროს დაშავებული სამხედროები კიდევ ერთხელ მოინახულა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა, ამჟამად სულ ხუთი დაჭრილი გადის მკურნალობას,
რომლებიც ექიმების მკაცრი მეთალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ჭიაბერაშვილის თქმით, ბოლო მონაცემებით, ახალი დაჭრილების შესახებ
ინფორმაცია არ ვრცელდება.
„კიდევ ორ მებრძოლს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. მათი მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
უკვე მესამე დღეა საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის
მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებულ ჯგუფთან ანტიტერორისტული ოპერაცია
მიმდინარეობს.
შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს
დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5.
ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია
მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება.
internet.ge