GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ბოლო დღეები ნამდვილი გმირობის მაგალითია
14:11 30.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ღუდუშაურის კლინიკაში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი ზურაბ ზურაბიშვილი მოინახულა.

ქვეყნის პირველი პირი, დაზარალებულის მდგომარეობით დაინტერესდა და განაცხადა, რომ მისი ბედით ძალიან შეწუხებული იყო.

პრეზიდენტი კლინიკაში, ჯანდაცვის მინისტრთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„ასეთ ბიჭებზე დგას საქართველო, ზურა მალე წამოდგება და ის კარგად იქნება. საშინელი გზები იყო და როცა მითხრეს ეს ამბავი დილის 6-ის ნახევრამდე ტელეფონზე ვრეკავდი და ვნერვიულობდი რა მოუვიდოდათ და რა ბედი ეწეოდათ მათ. დაჭრილების გამოყვანა ძალიან რთული ოპერაციაა, რადგან ცუდი გზებია“,- განაცხადა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, ბოლო დღეები ნამდვილი გმირობის მაგალითია. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ისინი არიან ხალხი, რომლებიც მძევლებს ჩაენაცვლენ.

„ვისაც ეს ყველაფერი დადგმული ჰგონია, მათ ღირსება არ გააჩნიათ და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანს ასე შეიძლება უყვარდეს სამშობლო. საბედნიეროდ საქართველოში უმეტესობა ასეთია, ამიტომ ქვეყანა გადარჩება და ის აუცილებლად გაიმარჯვებს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ახალქალაქსა და საჩხერეს 23 და 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება1
ეუთოს უმაღლესი კომისარი თიბილოვის გეგმებით შეშფოთებულია2
ოჩამჩირის პორტში „ფსბ“-ს საყარაულო კატერი შევიდა3
მიხეილ სააკაშვილი: არჩევნებზე კარგი ორგანიზება, გამჭირვალობა და ბევრი დამკვირვებელი გვჭირდება4
РБК: თინა კანდელაკი, შესაძლოა, ივანიშვილის მთავრობის ვიცე-პრემიერი გახდეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X