GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სალომე მახარაძე: ლოპოტას ხეობას ადგილობრივი პოლიცია აკონტროლებს
16:10 01.09.2012
დღის სიახლეები

ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციაზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, ბოლო 12 საათის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

მახარაძის ინფორმაციით, ლოპოტას ხეობას ადგილობრივი პოლიცია აკონტროლებს.

„სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. ტერიტორია სამინისტროს სხვა დანაყოფებმა უკვე დატოვეს, ამ დროისთვის იქ იმყოფებიან ადგილობრივი პოლიციის დანაყოფები“,- აცხადებს მახარაძე.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. სავარაუდოდ, რამდენიმე დაჭრილი დივერსანტი ხეობის სხვადასხვა ნაწილში შესაძლოა კიდევ იმყოფებოდეს, ამიტომ ძებნის ღონისძიება გრძელდება.

ასევე, სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. მძევლობიდან გათავისუფლებული მესაზღვრე და სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელი მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიას ყვებიან - თუ როგორ მოხდა დივერსანტების მხრიდან მძევლების აყვანა და როგორ მიმდინარეობდა საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია.

ამასთან, ვიდეომასალაში, ნაჩვენებია ლიკვიდირებული 11 დივერსანტი და დაჯგუფების შეიარაღება, რომლითაც, შს სამინისტროს ინფორმაციით, მათ მძევლები აიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მანუჩარ მარკოიშვილი: „რუმინეთთან დაშვებული შეცდომები ბოსნიასთან უნდა გამოვასწოროთ“1
„არც კონსტიტუციაში და არც სხვა საკანონმდებლო აქტში არ არის დაფიქსირებული, როგორ უნდა მოამზადდეს ცვლილებების პროექტი კონსტიტუციასთან დაკავშირებით“2
პრეზიდენტის საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ურნაში მისმა უმცროსმა ვაჟმა ჩააგდო3
შს მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიციის არჩევნებისთვის მზაობაზე ესაუბრა4
ივანიშვილის გეგმის შესახებ გამოკითხული მოსახლეობის 67 პროცენტმა არ იცის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X