GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ალა ჯიოევა საავადმყოფოდან გაწერეს
16:29 24.03.2012
დღის სიახლეები
„სამხრეთ ოსეთის“ ოპოზიციის ლიდერი, ალა ჯიოევა, როგორც იქნა, გაწერეს საავადმყოფოდან, სადაც ის 24 თებერვლიდან იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯიოევა უკვე დიდი ხანია თავს ჯანმრთელად გრძნობდა, მის მოთხოვნას, გაეწერათ საავადმყოფოდან, არ ითვალისწინებდნენ.
თუ 24 თებერვალს ჯიოევა მოქმედი რეჟიმის ძალოვნების აგრესიული ქმედებების მსხვერპლი გახდა, ამჯერად, საავადმყოფოდან გამოსულს, მას პატივისცემით შეხვდნენ. ჯიოევას საავადმყოფოსთან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვადიმ ბროვცევის თანაშემწე დახვდა. 
როგორც ცნობილია, ალა ჯიოევას მომხრეები, რომლებიც მიტინგების დროს აქტიურობდნენ, კრემლის ძალისხმევით, სხვადასხვა გზით გაანეიტრალეს, 24 თებერვალს ოპოზიციონერის შტაბში შევარდნილმა ნიღბიანებმა კი კარგად დაანახეს ჯიოევას, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მისმა ოპოზიციონერობამ და დაუმორჩილებლობამ, - სწორედ ამ ინცინდენტის შემდეგ ჯიოევა ჰიპერტონიული კრიზით საავადმყოფოში მოხვდა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ჯიოევას გათავისუფლება, როგორც ჩანს, მარიონეტულმა რეჟიმმა უსაფრთხოდ ჩათვალა, რადგან მიიჩნია, რომ ოპოზიციონერმა ქალბატონმა უკვე ჭკუა ისწავლა.
Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მართვის მოწმობის გაცემის პირობები შეიცვალა1
მოსკოვში ოპოზიციის დარბევა იგეგმება2
პუტინს, ინაუგურაციის წინა დღეს, პენსიაში გასვლისკენ მოუწოდებენ3
პრეზიდენტმა შოთა გამყრელიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა4
სოხუმი: საქართველოსთან კონფლიქტი არ დასრულებულა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X