სამხრეთ მაროკოში მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა 42 და
დაშავდა 20 ადამიანი.
ავტობუსმა, რომელიც ქალაქ მარაკეშიდან ზაგორაში მიემგზავრებოდა,
გზიდან გადაუხვია და 150 მეტრის გავლის შემდეგ ამოტრიალდა.
ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია ავარაია.
მაროკოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საგზაო შემთხვევების
შედეგად 4 000 ადამიანი გარდაიცვალა.
Internet.ge