GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სომხეთში ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ალაპარაკდნენ
10:02 05.09.2012
დღის სიახლეები
‘’სომხეთმა აუცილებლად უნდა სცნოს მთიანი ყარაბაღის სტატუსი" – ამის შესახებ ყარაბაღის ომის ვეტერანმა, გენერალ-მაიორმა არკადი ტერ-ტადევოსიანმა განაცხადა. მისი თქმით, ერევანმა ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს, ისე, როგორც თავის დროზე რუსეთმა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში გააკეთა.
ცნობილი ხდება, რომ აღიარების საკითხი უკვე სომხეთის პარლამენტშიც განიხილება, სადაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე შეტანილია.
სომხურ მედიასთან საუბარში სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სომხეთის მმართველი ‘’რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა, რომ ‘’რესპუბლიკური პარტია" ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მთიანი ყარაბაღის საერთაშორისო აღიარებისთვის, თუმცა ითვალისწინებენ იმას, რომ მხოლოდ სომხეთის მიერ ცალმხრივი აღიარება ხელს შეუშლის ამ პროცესს და კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებას.
‘’თუ შეიქმნება სიტუაცია, როცა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება ერთადერთი გზა იქნება საერთაშორისო აღიარებისთვის, მაშინ, სომხეთი, რასაკვირველია, წავა ამაზე" – განაცხადა შარმაზანოვმა.აღნიშნული კანონის მიღებით სომხეთი დე-იურედ აღიარებს მთიანი ყარაბაღის ფაქტობრივ სტატუსს.
როგორც ცნობილია, მთიანი ყარაბაღის აღიარების თაობაზე კანონპროექტი სომხეთის პარლამენტში ოპოზიციურმა პარტიამ მას შემდეგ წარადგინა, რაც ილჰამ ალიევმა შეიწყალა რამილ საფაროვი, - აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც 2006 წელს უნგრეთში, სომეხი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და რომლის ბაქოში ექსტრადირებაც რამდენიმე დღის წინ მოხდა.
აღნიშნული კანონის მიღებით სომხეთი დე-იურედ აღიარებს მთიანი ყარაბაღის ფაქტობრივ სტატუსს.

Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კუბლაშვილი: ახალაიას დაკავება ივანიშვილისა და ალასანიას დავალებით შესრულებული ანგარიშწორება1
გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, თავდაცვის სამინისტროს შენობაში, თეა წულუკიანმა დააკავა2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 30 ოქტომბრისთვის3
საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია თანამშრომლებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს4
თორნიკე გორდაძე: ჩვენი მიზანია ასოცირების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ წელს დასრულდეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X