GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე უნდა დამკვიდრდეს
18:14 05.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალსოფელში, რთველში მიიღო მონაწილეობა.

ქვეყნის პირველის პირის თქმით, ყურძნის ჩაბარების ფასი გაიზარდა და ხარისხმაც არ უნდა დაიკლოს. პრეზიდენტის შეფასებით, რთველი ქართველი კაცის ყველაზე დიდი ზეიმი და ქართველობის გამოხატულებაა.

„ჩვენი ყურძენი ძალიან მალე გაითქვამს სახელს, ადრე მარტო რუსებმა და პოსტ საბჭოთა ქვეყნებმა იცოდნენ ახლა კი, ყველას გავაგებინებთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი დღესვე ყვარელში იმყოფებოდა, სადაც "თბილღვინოს" ქარხანა დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადამიანებთან ერთად, ყურძნის დაწურვის პროცესს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი იქვე მყოფ გლეხებსაც გაესაუბრა და ყურძნის ჩაბარების პირობებითა და ფასით დაინტერესდა. პრეზიდენტის თქმით, მომავალ წელს ყურძნის ჩაბარების პირობები კიდევ უფრო მეტად ხელსაყრელი იქნება.

მიხეილ სააკაშვილმა გლეხებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში გასაყიდი ღვინის რაოდენობის ზრდასთან ერთად აუცილებელია, შენარჩუნდეს ქართული ღვინის მაღალი ხარისხი და უნდა დაიწყოს ქართული ღვინის მასშტაბური პოპულარიზაცია, რათა ჩვენმა ღვინომ საბოლოოდ დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ბაზარზე.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბენ ლადენის ცოლები საუდის არაბეთმა შეიფარა1
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება2
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს3
ბოტოქსი დედებს ბავშვების აღზრდაში ხელს უშლის4
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X