GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართვას უგზავნიან
18:35 07.09.2012
დღის სიახლეები

კამპანიის - „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციებმა, ხელისუფლებისადმი მიმართვა გაავრცელეს. ორგანიზაციები ითხოვენ: შეიქმნას გარანტიები, რათა Must Carry-სა  და Must offer-ის პრინციპების მოქმედება გაგრძელდეს ციფრულ მაუწყებლობაზე  გადასვლამდე.

ასევე  ითხოვენ დაუყოვნებლივ მოიხსნას ყადაღა მედია საშუალებების კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე, უზრუნველყოფილ იქნას სატელიტური ანტენების გავრცელების შესაძლებლობა და ხელისუფლებამ ნაცვლად ყადაღისა, გამოიყენოს მონიტორინგის სათანადო მექანიზმები.

როგორც „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, Must Carry-სა  და Must offer-ის ამოქმედებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თუმცა, ინფორმაციის მიღება მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კვლავ შეზღუდულია.

„დღეისათვის საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუხატავს  მზადყოფნა Must Carry-სა  და Must offer-ის არჩევნების დღის შემდგომ გაგრძელებასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით არ შექმნილა შესაბამისი მექნიზმები აღნიშნული პრინციპების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც  არჩევნების დღეს და მის შემდეგ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციების კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი, საკმარისი და სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, უნდა განვიხილოთ, როგორც ფართო საზოგადოების ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების საჯარო განცხადებებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ტელეეთერს იანვრის ბოლოს დაუბრუნდება1
"ლეიბორისტულმა პარტიამ" წინასაარჩევნოდ გაზეთი გამოსცა2
„ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართვას უგზავნიან3
წინანდალში ნინო ანანიაშვილის ვენახი დაიწვა4
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X