GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სვანეთში დაკარგული პოლონელი ტურისტის გვამი მეთევზემ იპოვა
10:20 10.09.2012
დღის სიახლეები

მესტიაში ერთი თვის წინ დაკარგული 23 წლის პოლონელი ტურისტის ანა მეძელევსკას ცხედარი მეთევზემ აღმოაჩინა.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს მესტიის სამაშველო სამსახურის უფროსმა ვიტალი მარგიანმა განუცხადა, გოგონას ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 8 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ის მისმა მეგობარმა უკვე ამოიცნო.

შემთხვევა მესტიის რაიონის სოფელ კალაში მოხდა. ორი პოლონელი ტურისტი ქალბატონი მესტიიდან უშგულისკენ ფეხით მიდიოდა, რა დროსაც სოფელ კალაში ერთ-ერთს ფეხი დაუსხლტა და მთიდან ხევში, მდინარე ხერეშში გადავარდა.

internet.ge

აღ