Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილი „თელავის ღვინის მარნის" და „თელიანი ველის" ღვინის ქარხნებს ესტუმრა
10:51 10.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კახეთში იმყოფებოდა, სადაც ყურძნის ჩაბარების პროცესში მონაწილე კერძო კომპანიების „თელავის ღვინის მარნის" და „თელიანი ველის" ღვინის ქარხნებს ესტუმრა.

მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი „თელავის ღვინის მარან"-ში მივიდა, რომელიც დღეში საშუალოდ 100 ტონა ყურძენს იბარებს და სულ რთველის განმავლობაში 4 ათასი ტონის მიღებას გეგმავს. მარანში ვანო მერაბიშვილი დასათვალიერებლად მოსულ უცხოელ ტურისტებსაც გაესაუბრა და მათი საქართველოში მოგზაურობის გეგმებით დაინტერესდა.

მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი „თელიანი ველის" ღვინის ქარხანაში მივიდა და ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო. კომპანია დღეში 50-80 ტონა ყურძენს იბარებს და სულ რთველის განმავლობაში 1400 ტონა ყურძნის მიღებას გეგმავს.

ვანო მერაბიშვილმა „თელიანი ველის" მარანიც დაათვალიერა, სადაც კომპანიის მიერ გამოშვებული ღვინო დააგემოვნა. მისი განცხადებით მიმდინარე წელს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა 60%-ით გაიზარდა და აღნიშნული ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. შედეგად, მარტო ღვინის ტურიზმის კუთხით, კახეთს წელიწადში 2-3 მილიონი ტურისტი ეწვევა, რაც ადგილობრივ ბაზარზე ღვინოზე მოთხოვნილების ზრდას გამოიწვევს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მამაკაცმა სასტუმროს ნომერში თავი ჩამოიხრჩო1
ბიძინა ივანიშვილი: 3-4 წელიწადში პრინციპული გარდატეხა მოხდება2
ბიძინა ივანიშვილს ძმებ კვანტრიშვილების მკვლელობაში ადანაშაულებენ (VIDEO)3
ვანო მერაბიშვილი „თელავის ღვინის მარნის" და „თელიანი ველის" ღვინის ქარხნებს ესტუმრა4
11 წლის გოგონას სიკვდილით დასჯა ემუქრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X