GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უფასო ტრენინგები საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში 20 000 ადამიანს ჩაუტარდება
18:38 15.09.2012
დღის სიახლეები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი პროგრამა ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში ერთდროულად 20 000 ადამიანს ჩაუტარდება უფასო ტრენინგები. პროგრამის მონაწილეები ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში გადამზადდებიან. პროექტი ახალ გზებს უხსნის 25 წლის და ზევით ადამიანებს - გაიღრმავონ ცოდნა და მოემზადონ მომავალი დასაქმებისთვის.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე რუსთავის გადამზადების ცენტრს ეწვია და მსმენელებს შეხვდა. ტრენინგები 15 სექტემბერს დაიწყო და 15 ნოემბერს დასრულდება.

პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგების ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნა: რუსთავი, თელავი, გურჯაანი, გორი, ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, ზესტაფონი, ჭიათურა, ქუთაისი, სამტრედია, ტყიბული, ონი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ოზურგეთი, მესტია.

ტრენინგები მონაწილეებს დაეხმარება აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები; როგორ დაგეგმონ კარიერა; როგორ სრულყონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ დამსაქმებლის წინაშე წარსადგენად სჭირდებათ. ტრენინგები მიზნის მიღწევაში იმ ადამიანებსაც დაეხმარება, ვისაც სურთ წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, ისინი შეძლებენ შეიმუშაონ ბიზნეს იდეა, აირჩიონ ბიზნესის სახეობა, შეადგინონ ბიზნეს გეგმა, გაიზიარონ მცირე ბიზნესის მართვის პრინციპები, ისწავლონ ფინანსების მოძიების ხერხები, შექმნან საკუთარი სამეწარმეო ორგანიზაცია და უხელმძღვანელონ საქმიანობას.

განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონების გაძლიერებას. შეიქმნება კონკურენტული სამუშაო ძალა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის მდგრადობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღნიშნული სამუშაო ძალა გახდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მდგრადობის გარანტია რეგიონის სტრუქტურებისთვის.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიზნეს სექტორის შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან1
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო2
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს3
დიმიტრი ქუმსიშვილი: ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან...4
იზოლატორში ცემის შემდეგ დაკავებული კომაშია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X