GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უკანა რიგებში მსხდომ მგზავრებს ავიაკატასტროფისას გადარჩენის მეტი შანსი აქვთ (VIDEO)
00:49 19.09.2012
დღის სიახლეები

თვითმფრინავის მგზავრებიდან გადარჩენის მაქსიმალური შანსი იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც მის კუდში სხედან. ასეთი დასკვნა გააკეთეს უნიკალური ექსპერიმენტის შედეგად, რომლის დროსაც სამგზავრო ლაინერი სპეციალურად ნაწილებად დაამტვრიეს, რათა ენახათ, რა ხდება კატასტროფის დროს მის ბორტზე.

ექსპერიმენტი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე სონორას უდაბნოში ჩაატარეს.
Boeing 727 მფრინავმა მოიყვანა, რომელიც ავიაკატასტროფის დაგეგმილ ადგილზე მიფრენამდე, თვითმფრინავიდან პარაშუტრით გადმოხტა. ამის შემდეგ ლაინერს დისტანციური პულტით მართავდნენ.

მიწის სიახლოვეს მყოფი კი უკვე თავისუფალ ფრენაზე მიუშვეს, რის შედეგადაც ის მიწას 225 კილომეტრ-საათი სიჩქარით დაენარცხა. ეს არის ავარია, რომლის დროსაც გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.

ექსპერიმენტისას დადგინდა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდნისას, ძირითად დარტმას ცხვირის ნაწილში იღებს. ასე რომ, რისკს ექვემდებარებიან მგზავრები, რომლებიც ბიზნეს-კლასით მგზავრობენ, რომელთა ადგილიც მფრინავის კაბინის სიახლოვესაა.

ეკონომ-კლასის მგზავრებს, რომლებიც უკანა რიგებში სხედან, ექსტრემალურ სიტუაციაში გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, თუმცა იმ პირობით, თუკი ტექნიკური უსაფრთხოების ყველა წესი დაცული იქნება.

ცდისას, თვითმფრინავის კუდში სამი მანეკენი ჩასვეს, რომლებიც კრაშტესტის დროს გამოიყენება. ერთი, წესისამბერ, ღვედით იყო დაბმული და ავარიისას უსაფრთხო პოზიციაც დაიკავა: ტორსი წინ გადახარა, თავი კი წინა სავარძლის საზურგეს დაადო.

მეორე მანეკენი, რომელიც მხოლოდ ღვედს მიენდო, გაჭიმული ზურგით ჯდომას განაგრძობდა, მესამემ კი ყველა წესი დაარღვია.

შედეგად, პირველი მანეკენი თითქმის არ დაზიანებულა, მეორემ თავის სერიოზული ტრავმა მიიღო, მესამე ადგილზევე დაიღუპა.

 ექსპერტები, რომლებმაც ბოინგის ავიაკატასტროფა მოაწყვეს, აცხადებენ, რომ უკეთესია, მგზავრებმა, ბილეთები ეკონომ-კლასზე შეიძინონ და ლაინერის კუდში ჩასხდნენ, იმ რიგებში, სადაც სარეზერვო გასასვლელია.

შეგახსენებთ, რომ 4 მგზავრი, რომლებიც კამჩატკაზე Ан-27-ის ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩნენ, სწორედ თვითმფრინავის ბოლო ნაწილში ისხდნენ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს1
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო2
სანტა კლაუსმა მაღაზია დააყაჩაღა3
ბავშვთა გასართობი ცენტრი გაძარცვეს4
ბიზნეს სექტორის შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X