GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრემიერმა პროკურატურას ჩანაწერების საარჩევნოდ გავრცელების მიზნის დადგენა დაავალა
20:46 21.09.2012
დღის სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს და საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საზოგადოების ინტერესზე გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია უმოკლეს ვადებში იქნას გამოძიებული აღნიშნული ფაქტები და ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის მიხედვით. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნული მასალების წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნების საკითხზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია დადგინდეს თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს. 

მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ პრემიერ-მინისტრს გააცნო მოცემული მომენტისთვის გამოძიების მიერ მიღწეული შედეგები. მისი განცხადებით, დაკავებული არის 11 საჯარო მოხელე, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებიც, და მათ სასამართლომ უკვე შეუფარდა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. გარდა ამისა, მიმდინარეობს გავრცელებული ვიდეოკადრების შესწავლა, რათა დადგინდეს როგორც მასში მონაწილე პირების ვინაობა, ასევე გადაღების დრო. მურთაზ ზოდელავამ მოუწოდა ყველას, ვისაც გააჩნია წამების და არაადამიანური მოპყრობის დამამტკიცებელი დამატებითი მასალა მიაწოდოს იგი პროკურატურას, რათა დროულად მოხდეს მსგავსი დანაშაულების პრევენცია.

შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ მასალაში ასახული დანაშაული ჩადენილ იქნა მხოლოდ გლდანის მე-8 საპყრობილეში, გამორიცხული არ არის მსგავსი ფაქტების არსებობა სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც. მსგავსი შემთხვევების განმეორების გამორიცხვის მიზნით, ვანო მერაბიშვილმა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს დაავალა სასჯელაღსრულების სისტემაზე ზედამხედველობის და მონიტორინგის ახალი მექანიზმების შემუშავება.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გლდანის ციხესთან პატიმრების მშობლები იკრიბებიან1
მერკელის კორტეჟს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს2
იაპონიას არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავს3
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ4
მამაკაცმა სასტუმროს ნომერში თავი ჩამოიხრჩო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X