ბელგიის ხელისუფლება რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების ლიკვიდაციის შესახებ იუწყება.
აღნიშნული დაჯგუფება ბოევიკებს სომალიში გზავნიდა, სადაც ისინი დაჯგუფება აშ-შაბარის მხარეს იბრძოდნენ, რომელიც, თავის მხრივ, ალ-ქაედასთანაა კავშირში და სომალის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებს აკონტროლებს.
4 ადამიანი ბრიუსელში დააკავეს, 3 კი პარიზსში. ერთ-ერთი მათგანი ალჟირელია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
ყველა ეჭვმიტანილი სასამართლოს წინაშე ორშაბათს წარსდგება.
internet.ge