GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისში ახალი უბნის „დირსიჭალის“ მშენებლობა იწყება
15:49 24.09.2012
დღის სიახლეები

თბილისში ახალი უბნის „დირსიჭალის“ მშენებლობა იწყება, რომელიც მდინარე მტკვრის სანაპიროზე განთავსდება. სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათავლიერა და ობიექტზე დასაქმებულებებს  გაესაუბრა.

 

უგულავას განცხადებით, რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, ქალაქში ახალი უბნის მშენებლობაზე საუბარი, დღეს კი, ქალაქი ვითარდება და ახალი უბნები ჩნდება.

 

„ერმა რომელმაც იგრძნო განვითარების გემო, უფრო მეტ განვითარებას ითხოვს. ქვეყანა კი, უკან აღარასდროს დაბრუნდება“,- განაცხადა უგულავამ.

პროექტი აზერბაიჯანული დეველოპერული კომპანიის “AS Group Investment”-ის მიერ ხორციელდება.  კომპლექს „დირსი“-ს მშენებლობაზე 2000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო ობიექტის სრულად ამოქმედების შემდეგ, კომლექსში 1500 თბილისელი დასაქმდება.

კომპლექსი ერთიანი არქიტექტურული სტილით ხასიათდება და 22 კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლისგან შედგება.ტერიტორიაზე მოეწყობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საზოგადოებრივ-საქმიანი და რეკრეაციული ზონები, ასევე გათვალისწინებულია საბავშვო სათამაშო და  სპორტული მოედნების, დასასვენებელი ზონების, საცურაო აუზებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების სავაჭრო-გასართობი ცენტრის  მშენებლობა. კომპლექსში,  ასევე  2 სკოლა და 2 საბავშვო ბაღი აშენდება.

 

ბინები გაიყიდება დასრულებული სახით, დამონტაჟებული სანტექნიკით, ჩაშენებული სამზარეულოთი და ელექტროგაყვანილობით. ისინი უზრუნველყოფილი იქნება ინტერნეტითა და ტელეფონით. ახალი ბინების შეძენის მსურველებს შესაძლებლობა აქვს 8%-იანი იპოთეკური სესხით ისარგებლონ.

 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჩიორა თაქთაქიშვილი ნიგვზიანში მომხდარ დაპირისპირებაში მურმან დუმბაძეს ადანაშაულებს1
უსუფაშვილი: პირველი რიგის ამოცანა ახალი პარლამენტის შეკრების უზრუნველყოფაა2
თბილისში ახალი უბნის „დირსიჭალის“ მშენებლობა იწყება3
მამაკაცმა 5 წლის დისშვილი ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა4
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის სამუშაო ჯგუფი დამტკიცდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X