GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გოგა ხაინდრავა რევაზ ლორთქიფანიძესთან შეხვედრას ადასტურებს
19:31 25.09.2012
დღის სიახლეები

გოგა ხაინდრავამ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით განმარტება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გააკეთა.

ხაინდრავას თქმით, მას რევაზ ლორთქიფანიძესთან რამდენიმე წლიანი მეგობრობა აკავშირებს. 

„მე ვიყავი 12 წლის, რევაზ ლორთქიფანიძე კი იყო 8 წლის, როდესაც ხილიანის #23 - ში ერთად დავიწყეთ ცხოვრება მწერალთა სახლში. მამამისი მამაჩემის მეგობარი იყო.

ჩვენ ერთად გავიზარდეთ და 22 წელი ერთ სახლში ვცხოვრობდით. მე ჩემს მეგობრებს არ ვემიჯნები, ვერც წარსულს წავშლი და ვერც ცხოვრებას დავიწყებ თავიდან. რეზო ლორთქიფანიძე იყო, არის და იქნება ჩემი მეგობარი“ - განაცხადა ხაინდრავამ.

კითხვაზე, თუ რისთვის იყო ჩასული გოგა ხაინდრავა საფრანგეთში, ყოფილი მინისტრი პასუხობს, რომ  ის ცივილიზაციის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

„არის ასეთი უნივერსიტეტი, ძალიან ცნობილი, იქ დამპატიჟეს აფხაზეთის ომის 20 წლისთავთან დაკავშირებით. ჩემი ფილმის ჩვენება იყო. რეზო 7 წელი იჯდა საქართველოში ციხეში, შემდეგ კი ამათმა მიიყვანეს და გადაიყვანეს საზღვარზე.   რეზო ქურდია და ამის გამო საფრანგეთშიც მოხვდა ციხეში 4 თვით. მე რომ ჩავედი მაშინ საავადმყოფოში იწვა პარიზიდან რამდენიმე საათის სავალზე. მაშინ მივედი და იქ ვნახე. ექიმს უთხრა, რომ დიდი ხნის  უნახავი მეგობარი მივიდა მასთან სტუმრად და რამდენიმე დღით სახლში გაეშვა, გამოუშვეს. შემდეგ უკვე რესტორანშიც ვიყავით. ის ფოტოები, რაც მასალაში ვნახეთ, სწორედ იქ არის გადაღებული. კადრში, რომელი სახლიც ჩანს ის არის იქაური ემიგრანტების სახლი. ეს იყო და ეს“-ამბობს გოგა ხაინდრავა.

ხაინდრავა საფრანგეთის საელჩოსა და საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს, თუ რაიმე სახის ეჭვები გაჩნდა მის პერსონასთან დაკავშირებით, რატომ არ დაუსვეს კითხვები მაშინ, როცა ორჯერ იყო ამ შეხვედრის შემდეგ ჩასული საფრანგეთში. ყოფილი მინისტრი ამაზე განმარტებებს ითხოვს.

მისი თქმით, თუკი მას საფრანგეთის ჟანდარმერია დაიბარებს, ის აუცილებლად ჩავა საფრანგეთში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ხატია ბუნიათიშვილი წლის ვირტუოზად დაასახელეს1
თბილისის მერმა სასწავლო წლის დაწყება 105-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა2
მესტიაში დაკარგულ ტურისტს ორი დღეა უშედეგოდ ეძებენ3
პედოფილმა შინაპატიმრობისას 1000 ლეკვი აწამა4
ბიძინა ივანიშვილი ეკონომუკური გუნდის დაკომპლექტებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X