GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნაზარბაევი საღეჭი რეზინის შენობებზე მიწებებისთვის სასჯელს აწესებს
19:02 12.04.2012
დღის სიახლეები

ნურსულთან ნაზარბაევმა წამოაყენა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებებზე და ქალაქის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე საღეჭ რეზინს მიაწებებენ, უნდა დააპატიმრონ. ამის შესახებ  ყაზახეთის პრეზიდენტმა ასტანას მოდერნიზაციის შესახებ გამართულ თათბირზე განაცხადა - იუწყება Tengrinews.kz.

ნაზარბაევმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ასტანაში დანაშაულის სტატისტიკა 2-ჯერ აჭარბებს მთლიანად რესპუბლიკურ მონაცემებს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია. ამიტომ ნაზარბაევმა გზა გამონახა - მოქალაქეები ყველაზე უმნიშვნელო დანაშაულისთვისაც კი უნდა დაისაჯონ.

როგორც პრეზიდენტმა ასტანას პოლიციას მიმართა, „არ უნდა გამოვტოვოთ არცერთი მცირე დანაშაული ქალაქში. ყველა გადასასვლელთან საღეჭ რეზინებს აწებებენ - სტაცეთ ხელი, დააფიქსირეთ, აიღეთ თითის ანაბეჭდები, შეადგინეთ ოქმები. გააფრთხილეთ! ადმინისტრაციული სასჯელი, ჯარიმები, ჩასვით 3 დღე-ღამით“ - განაცხადა აღშფოთებულმა პრეზიდენტმა. მისი აზრით, როგორც კი მოქალაქეები მიხვდებიან, რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხისგება მოუწევთ, „მსხვილი დანაშაულების“ რაოდენობა შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ საღეჭი რეზინის ქუჩაში გადაგდებაზე ჯარიმა დღესდღეობით მოქმედებს სინგაპურში, ასევე ბელგიის ვალონიაში, ესპანეთის კუნძულ ლა-პალმაზე, ასევე რომში, პრაღასა და პეკინში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გავრცელებული ინფორმაციით, ოსმან თურანი „ჯეოსელის“ დატოვებას გეგმავს1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს3
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს4
მარშანია: ხალხი გვითვლის და გვეხვეწება - წადით ხალხო რუსეთში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X