GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იუსტიციის სამინისტრო ჟანდარმერიის მასალების გასაჯაროების საკითხს განმარტავს
15:23 26.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ გადაცემულ მასალებზე და მის გასაჯაროებაზე საქართველოს პროკურატურის მიერ, "ინტერნეტ.ჯი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"პირველ რიგში, გვინდა მადლიერება გამოვხატოთ საფარანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის და სხვა კომპეტენტური ორგანოების მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი მასალების მოწოდებისა და გაწეული ეფექტური თანამშრომლობისთვის.  

ამავდროულად გაკვირვებული ვართ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადებით. უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, და დიპლომატიური  არხები, ამ თანამშრომლობის არცერთ ეტაპზე არ მონაწილეობდნენ. თანამშრომლობა განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროსაბჭოს კონვენციის  მე-13 მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც კომუნიკაცია და თანამშრომლობა ხორციელდება უშუალოდ ორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებს შორის.

2012 წლის 23 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა უფლებამოსილ სასამართლოს, რათა ქართული მხარისათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ფრანგული გამოძიების, კერძოდ, ეროვნული ჟანდარმერიის ხელთ არსებული მასალები. 2012 წლის 25 სექტემბერს სრულად დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა.

გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება საჯარო პირების შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობას და სახელმწიფო უშიშროებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, ქართულ მხარეს საფრანგეთის შესაბამისი ორგანოების წინაშე არ აუღია ვალდებულება მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ კონფიდენციალობის დაცვა არც საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიას და უფლებამოსილ მოსამართლეს არ მოუთხოვიათ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოსა და საფრანგეთის კომპეტენტურ უწყებებს შორის განხორციელებული თანამშრომლობა, ისევე როგორც თანამშრომლობით მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროება, სრულად შეესაბამება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივ სტანდარტებსა და ნორმებს. 

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარემრიას ეფექტური თანამშრომლობისათვის", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი წევრი ზურაბ აბაშიძე შესაძლოა ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნოს1
ბოკერია და უგულავა პარტიას „ევროპული საქართველო“ უერთდებიან2
დევიდ პეტრეუსი: პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის3
დაღუპულია 717 პილიგრიმი - ჭყლეტა მექაში4
პრემიერის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლვლევა დაიწყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X