Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კახი კალაძე კანონიერ ქურდ ნემსიწვერიძეს ივნისში შეხვდა
19:24 26.09.2012
დღის სიახლეები

შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიო მასალაში „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი კახი კალაძე უცნობ პირს ევროპაში, რვა ე.წ კანონიერ ქურდთან შეხვედრის დეტალებს უყვება.

კახი კალაძე: იმ დღეს, მე რომ ჩავედი იმასთან, დავიძინე ცოტა და მერე ჩავედი ქვემოთ რა და რვა სული ქურდი სიმონ, ჩამეხუტნენ, გადამეხვივნენ, გადამკოცნეს და აბა თქვენ იცითო!!!.

უცნობი პირი: ქუთაისელები იყვნენ?

- კი, - ჩაკვეტაძე, ნემსიწვერაძე, თელაძე...

- ხო...

- კი.

- არსენას ბიჭი ხო?

- ა? ხო...

- არსენას ბიჭი, ჯემალი...

- რომ ვთქვი, რომ ცუდი ამბავია მეთქი, ვინმემ ხომ არ გადაიღო მეთქი რაა...

სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კანონიერი ქურდი ნემსიწვერიძე 2 წლის წინ გარდაიცვალა, რაც შს სამინისტროს მიერ გავრცელებული აუდიო მასალის ფალსიფიკაციის არგუმენტად გამოიყენეს.   

ერთ-ერთი ქურდი - ნემსიწვერიძე ნამდვილად გარდაცვლილია, თუმცა არსებობს კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი გვარად ნემსიწვერიძე.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრ კახი კალაძისა და კანონიერი ქურდების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 20 ივნისს გავრცელდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, შეხვედრას  ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები: ჯემალ მიქელაძე, თეიმურაზ ნემსიწვერიძე და ვლადიმერ ჯიბლაძე ესწრებოდენ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კალაძე მილანში "ქართული ოცნების" მიერ ოზურგეთში ჩატარებულ აქციამდე იმყოფებოდა.

იხ. ინფორმაცია აღნიშნული შეხვედრის შესახებ

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტის სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი1
დაცვის პოლიციის თანამშრომლები ალტერნატიულ სამსახურებში გადანაწილდებიან2
ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა3
ნანუკა ჟორჟოლიანი: ირაკლი კოდუას თანამდებობა არ დაუტოვებია4
კახი კალაძე კანონიერ ქურდ ნემსიწვერიძეს ივნისში შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X