GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მაია ფანჯიკიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა
13:02 29.09.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ დაცვის სამსახურის თანამშრომლის შვილი, თბილისის 141-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, დავით ცისკარიშვილი, უცნობმა პირებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, აიყვანეს კუკიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სცემეს ხელკეტებით და უგონო მდგომარეობაში მყოფს ხელზე მანქანით გადაუარეს.

ფანჯიკიძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ცისკარიშვილი 17 წლისაა.

მისი თქმით, ინციდენტი გუშინ, სანზონაში მოხდა.

„ნაცემმა დათომ ტაქსის მძღოლის დახმარებით „ქართული ოცნების“ ოფისში მოსვლა მოახერხა, საიდანაც იგი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. გუშინვე დავითი მოწმის სტატუსით დაიკითხა. საქმეს შს სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის მე-8 განყოფილება იძიებს“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კოალიციამ ინფორმაცია უწყებათაშორის კომისიას მიაწოდა.

„საქმის კურსში არიან უცხოელი დამკვირვებლები და საელჩოები, ვითხოვთ მომხდარის დაუყონებლივ გამოძიებას“,- აღნიშნა პრესსპიკერმა.

ამასთან, ფანჯიკიძემ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის, ბესო სურმავას გატაცებისა და გაუჩინარების ფაქტზეც ისაუბრა და როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ისე უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან, დაუყონებლივი რეაგირება მოითხოვა.

"ჩვენ დაუყონებლივ მოვითხოვთ, გამოძიებას სად არის ბესო სურმავა და რატომ არ უბრუნდება ოჯახს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, ბესო სურმავა 10 წელი იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი. ფანჯიკიძის განცხადებით, უკვე მესამე დღეა იტვირთება რაღაც მასალები youtobe-ზე რომელიც არის ფაბრიკაცია და არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს ამის გავრცელებას სურმავას ბიძინა ივანიშვილი ავალებდა.

„ბესო სურმავა მოტყუებით გაიყვანეს რეზიდენციიდან, ეტყობა გამტაცებლებს ის კარგად იცნობდა. ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, გამტაცებელთ მანქანის ნომრებიც“,- დასძინა ფანჯიკიძემ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 32 ადამიანი ემსხვერპლა1
რუსეთი ბირთვული იარაღზე ას მილიარდს დახარჯავს2
სალომე ზურაბიშვილს კულტურის მოღვაწეების მიმართ კითხვები აქვს3
პარლამენტის ხაზინადართა საბჭო შეიქმნება4
ნატოს პარტნიორზე დარტყმამ შესაძლოა ალიანსის სამხედრო ჩარევა განაპირობოს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X