GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სოზარ სუბარის საგანგებო ბრიფინგი კუდის თანამშრომლად წარდგენილმა მამაკაცმა ჩაშალა
15:09 29.09.2012
დღის სიახლეები

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ჟურნალისტებმა ტყუილში გამოიჭირეს. საგანგებო ბრიფინგზე სუბარი ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნებას“  კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომელი შემოუერთდა. რომელსაც კუდი ფარული ჩანაწერების გაკეთებას ავალებდა.

თუმცა ამის დამტკიცება, ბრიფინგში მონაწილეებმა ვეღარ შეძლეს, რამაც სუბარისა და ლევან მინაშვილის დაბნევა გამოიწვია.

აღელვებულმა მინაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარადამჭერების ფარულ ჩაწერას არა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლები, არამედ ვინმე შოთა სთხოვდა, რომლის გვარი მინაშვილმა ვერ გაიხსენა.

„დღეს უკვე კუდის თანამშრომელები, ფარული აგენტები მეორედ მოვიდნენ ჩვენთან, რომლებსაც მოაქვთ მთელი ის მოწყობილობა, რომლითაც მათ უნდა ჩაეწერათ ჩვენი თანამშრომლები“,- განაცხადა სუბარმა.

თუმცა ტრიბუნასთან გამოძახებულმა ლევან მინაშვილმა სუბარის განცხადება უარყო და განაცხადა, რომ ის კუდის თანამშრომელი არ იყო. ბრიფინგზე მიყვანილმა პიროვნებამ მისი პროფესიაც ვერ გაიხსენა და მიხეილ სააკაშვილის ლანძღვა დაიწყო.

ჟურნალისტების მოთხოვნის მიუხედავად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა წარმოდგენილი აპარატურის ჟურნალისტებისთვის ჩვენება არ ისურვა და განაცხადა, რომ ჩანაწერები იშიფრება.

სუბარის ამ ნათქვამსაც შეეწინააღმდეგა მინაშვილი და განაცხადა, რომ ამ ფირის გახსნა მხოლოდ შოთას შეეძლო.

„არა ჩემო კარგო, რომელი კუდის თანამშრომელი, მე ვარ დატერორებული ამ ხელისუფლებისგან. შეეშალა ბატონ სოზარს. დაშინებით მაიძულებდნენ ფარულად გადაღებას, ზუსტად ვინ მაშინებდა და იყო თუ არა ის კუდის თანამშრომელი  არ ვიცი“,- აღნიშნა მინაშვილმა.

რის შემდეგაც სუბარმა საგანგებოდ მიყვანილი პიროვნება ოფისიდან გაიყვანა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მატვიენკო: ცვლილებები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს გააუმჯობესებს1
უსუფაშვილი: ყველა პროცედურული საკითხის ჩამოყალიბება დაგეგმილზე 10 დღით ადრე მოხდება2
სიმსუქნე შესაძლოა მკერდის კიბოს გამომწვევი ფაქტორი გახდეს3
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა4
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო არ იყიდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X