GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მაია ფანჯიკიძე არჩევნების პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობს
13:18 01.10.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნებაში“ ირწმუნებიან რომ საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს.

ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ „ქართული ოცნების“ მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებისა და საარჩევნო კომისიის წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაცია გააცნო.

ფანჯიკიძის თქმით, სოფელ სამრეკლოში 21-ე უბანზე საარჩევნო პროცესი დარღვევებით  მიმდინარეობს, „აქ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები საარჩევნო აგიტაციას ეწევიან - უბანზე შეაქვთ სარეკლამო ბუკლეტები, ასევე გადიან უბნის გარე პერიმეტრზე და თავიანთი ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე შეჰყავთ“,- აცხადებს პრესსპიკერი.

ამას გარდა, ფანჯიკიძემ პოლიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორებსა და ქვეკოორდინატორებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლები მათ კოორდინატორებს 30 სექტემბრის 22:00 საათიდან ტელეფონით უკავშირდებიან და 2 ოქტომბრის 10:00 საათისთვის პოლიციაში იბარებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გააკეთა, რომ შსს-ს აქვს  ინფორმაცია რეგიონებში  ფულის დარიგების  მასობრივი ფაქტების შესახებ. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილე პირები  ფულის დარიგებისას კონკრეტული   პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ, რომ პოლიცია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას  აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას  -  გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა და აღნიშნა, რომ პირველ ოქტომბერს, არჩევნების ჩატარების დღეს, უწყება თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან.


შესაბამისად, მათი დაკითხვა შემდგომ დღეებში მოხდება.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს1
დაღუპულია 717 პილიგრიმი - ჭყლეტა მექაში2
გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს საგანგებო წერილით მიმართავს3
სოზარ სუბარი: არ უნდა ავყვეთ თამაშს რომელიც კრიმინალურმა სამყარომ შეიძლება შემოგვთავაზოს4
მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ალექსანდრე ლომაია თანამდებობას ტოვებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X