GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მიმდინარეობას თვალს ადევნებს
14:08 01.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მიმდინარეობას პირადად ამოწმებს.

პრეზიდენტი უკვე იმყოფებოდა ქუთაისში, მესტიაში, ხაშურსა და ამბროლაურში.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობით კმაყოფილია.

როგორც ქუთაისში ყოფნისას ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, გარკვეული ძალები ადგილობრივი პოლიციელის გადაბირებას ცდილობდნენ.

„აქ შემხვდა პოლიციელი, რომელსაც 100 000 დოლარს  სთავაზობდნენ იმისთვის, რომ გაყიდულიყო. მან კი თქვა, რომ არ უღალატებდა თავი ოჯახსა და ქვეყანას. აი, ასეთი ხალხისგან შედგება ჩვენი სახელმწიფო. ამიტომ ჩვენი ხალხი ყოველთვის გაიმარჯვებს, ის არ იყიდება და არაფეზე იცვლება“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქუთაისის პარლამენტი,  რომელსაც ხალხი დააკომპლექტებს, მნიშვნელოვან საქმეებს გააკეთებს.

„საქართველოში ვეღარავინ ვერაფერს არევს, იმიტომ, რომ დავმკვიდრდით მსოფლიო რუქაზე, როგორც მაგარი ქვეყანა“,- განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.

ქუთაისის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მესტიაშიც იმყოფებოდა, სადაც მან ორი საარჩევნო უბანი მოინახულა.

სააკაშვილი ქალაქის ცენტრში შეკრებილ ტურისტებსაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარება მესტიის განვითარებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება რაჭის რაიონს, მიხეილ სააკაშვილის თქმით, რეგიონში განსაკუთრებით მაღალია ამომრჩეველთა აქტივობა. სააკაშვილი საარჩევნო უბანზეც იმყოფებოდა და მოსახლეობასაც გაესაუბრა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრემიერის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლვლევა დაიწყო1
გერმანიაში დაჭრილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს ჯერ კიდევ ვერ უკავშირდებიან2
ლევან გაჩეჩილაძის შვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარის გადახდა დაეკისრა3
მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს ესაუბრა4
ივანიშვილის შეფასებით, დევნილთა შეჭრის საკითხი რაღაც ჯგუფის მიერ ორგანიზებულს ჰგავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X