GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გლდანის მერვე საპყრობილეში საარჩევნო პროცესს ჟურნალისტები დაესწრნენ
14:25 01.10.2012
დღის სიახლეები

გლდანის მერვე საპყრობილეში საარჩევნო პროცესს  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. საპატიმროში, საარჩევნო უბნებზე შესვლის საშუალება მიეცათ ჟურნალისტებსაც.

როგორც ადგილიდან ‘’ინტერნეტ.ჯი"-ს ჟურნალისტი იტყობინება, პატიმრები ორგანიზებულად შეჰყავთ სხვადასხვა კორპუსიდან.

უბანი მას შემდეგ დაიხურება, რაც პირადობის მოწმობის მქონე პატიმართა რაოდენობა ამოიწურება და ხმის მიცემა შეწყდება.

შეგახსენებთ, რომ საპატიმრო ერთადერთი ადგილია, სადაც საარჩევნო უბანი ამომრჩეველთა რაოდენობის ამოწურვისთანავე იხურება.

აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებულია 1000 ამომრჩეველი. ‘’ინტერნეტ.ჯი"-ს გადამღები ჯგუფის ადგილზე ყოფნისას, საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა 113 პატიმარს.

‘’ინტერნეტ.ჯი" ესაუბრა კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის წევრებსა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ არანაირი დარღვევა არ შეუნიშნავთ. დაიწერა მხოლოდ ერთი შენიშვნა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით.

აღნიშნული შენიშვნა ადგილზე ქსეროქსის აპარატის არარსებობის გამო გამოითქვა, რისი შეტანის ნებართვაც ადმინისტრაციამ არ გასცა.

გადამღებ ჯგუფს ასევე მიეცა საშუალება შესულიყო გლდანის მე-8 საპყრობილის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ საარჩევნო უბანზეც, სადაც ხმას აძელევენ, როგორც საპატიმროს თანამშრომლები, ასევე ის ჯარისკაცები, რომლებიც იხდიან სავალდებულო სამსახურს ციხის ტერიტორიაზე. როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე პატიმრებისთვის არსებობს სპეციალიზებული სია.

მაჟორიტარი კანდიდატების არჩევა შეძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ეს ეხება კომისიის წეევრებსაც, რომლებიც ახლა საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან.

გლდანის მე-8 საპყრობილეში ყველა პატიმარს არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციამ ისინი ერთი თვით ადრე გააფრთხილა პირადობის მოწმობის მიტანა ეთხოვათ ოჯახის წევრებისთვის.  

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობს ყველა პატიმარი, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და მისჯილი აქვს 5, ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
Rope-Jumping-ის კომპანია ბიძინა გუჯაბიძესა და მის შვილს ეკუთვნის1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
სამომხმარებლო ფასების დონე 0.9 პროცენტით შემცირდა3
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ4
მინდია გულუა „პრესა.ჯი“-ს კალაძესა და ე.წ. "ქურდული სხადნიაკის" შესახებ ესაუბრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X