GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში იუსტიციის სახლი გახსნა
16:53 13.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა გურიაში იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

საზეიმო ღონისძიებას, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის წევრები, მედიის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სააკაშვილმა რეფორმების კუთხით საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა და ამ რეფორმების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად იუსტიციის სახლები დაასახელა. 

ახალი  შენობა სრულად აკმაყოფილებს  თანამედროვე სტანდარტებს. მისი ავტორები ქართველი ახალგაზრდა არქიტექტორები - კომპანია „არქიტექტორი გამომგონებლების" წარმომადგელები: ნიკო ჯაფარიძე, გიორგი საყვარელიძე და დევი ქიტუაშვილი არიან. შენობაში, იუსტიციის სახლის გარდა, ენერგეტიკის სამინისტრო და სადაზღვევო კომპანიაც განთავსდება.

საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი 26 მაისს, ბათუმში გაიხსნა და ის თანამედროვე საქართველოს რეფორმებისა და აღმშენებლობის სიმბოლოდ იქცა. დღეიდან მისი გამარტივებული სერვისებით სარგებლობა ბათუმში, რუსთავში, მესტიაში, ქუთაისსა და ოზურგეთშიც არის შესაძლებელი. 2012 წლის ბოლომდე იუსტიციის სახლები  გურჯაანში, ახალციხეში, თელავში, თბილისში, გორში, ლაზიკასა და მარნეულშიც გაიხსნება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნორა კვიციანის გათავისუფლება დღეს იგეგმება1
გაბაშვილი: მორალი იმ ადამიანებმა არ უნდა გვიკითხონ, რომლებიც ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ჟირინოვსკისთან დარბოდნენ2
არასამთავრობო ორგანიზაციები ივანიშვილს დავით დარახველიძის კანდიდატურის გადახედვას სთხოვენ3
თიბილოვი: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, თბილისთან დიალოგი შედგება4
სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი იქნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X