GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რობიზონ კრუზოს კუნძული შეისწავლეს
00:14 04.10.2012
დღის სიახლეები

ბი-ბი-სის კორესპონდენტი გიდეონ ლონგი რობინზონ კრუზოს კუნძულს ეწვია და გამოიკვლია კიდეც.

აღმოჩნდა, რომ დანიელ დეფოს მიერ მხატვრულად აღწერილი  კუნძული სრულიად განსხვავებულია რეალურისგან. ნუ წარმოიდგენთ მას ისე რომანტიულად, როგორც მწერალი გვისახავს.

რობინზონის კუნძული წყნარ ოკეანეშია, ჩილეს სანაპიროებიდან 700 კილომეტრში, მუდმივად ნისლშია გახვეული და სულაც არ გახლავთ წარმტაცი.

მწერალი ამ კუნძულით 1704 წელს დაინტერესდა, როცა მის ნაპირებს მძიმედ დაშავებული მეკობრეთა გემი მიადგა. ერთ-ერთმა მეკობრემ კაპიტანს დავა დაუწყო, რომ სვლის გაგრძელება არაფრით შეიძლებოდა. შემდეგ რა მოხდა უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ შოტლანდიელი ალექსნდრ სელკირკი, ან საკუთარი სურვილით ან კაპიტნის მიერ გემიდან გაძევებული, ამ კუნძულზე აღმოჩნდა.

სელკირკი იქ 4 წელი და 4 თვე ცხოვრობდა, ვიდრე კუნძულს კიდევ ერთი ბრიტანული გემი არ მიადგა. გემზე მყოფთ კი მართლაც სანახაობა დახვდათ ალექსანდრ სელკირკის სახით. გემის კაპიტნის აღწერის მიხედვით ეს იყო თხის ტყავით შემოსილი ველური.

ის ლონდონში წაიყვანეს, სადაც ცნობილ კაცად იქცა. დანიელ დეფო ამ ისტორიას იცნობდა და აღწერა კიდეც 1719 წელს გამოცემულ თავის სათავგადასავლო რომანში „რობინზონ კრუზო“.

ამჟამად კუნძულზე 800-მდე ადამიანი ცხოვრობს. ისინი თავს ომარებით ვაჭრობითა და ტურზმის შემოსავლით ირჩენენ. კუნძულზე ერთადერთი დასახლებული პუნქტია. აქედან ერთი ბილიკი „სელკირკის საყვარელი ადგილისკენ“ მიდის, საიდანაც, ადგილობრივების თქმით,მარტოობაში მყოფი შოტლანდიელი საათობით გაჰყურებდა ჰორიზონტზე მოძრავ გემებს.

კრუზოს მოუწია მიწისძვრისა და ცუნამის გადატანა ისევე, როგორც ეს ამ კუნძულის მობინადრეებმა გადაიტანეს 2010 წლის თებერვალში, რომელსაც დიდი ზარალი და მსხვერპლი მოჰყვა. კუნძულელები ამაყობენ რობინზონ კრუზოსთან კავშირით, ადგილობრივი ლუდის მწარმოებლები კი ამის დასტურად შესანიშნავ „ალექსანდრ სელკირკს“ ასხამენ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სახალხო დამცველის თანამდებობა უმრავლესობამ ნინო ხატისკაცს შესთავაზა1
მთავრობა პრეზიდენტის რეზიდენციის სასტუმროდ გადაკეთებას გეგმავს2
ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება ფიდეს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მოულოცა3
ჩიორა თაქთაქიშვილი ნიგვზიანში მომხდარ დაპირისპირებაში მურმან დუმბაძეს ადანაშაულებს4
მკვლელის დღიურებიდან: მე ცეცხლზე დავსვამ მას, რომ რაც შეიძლება დიდხანს იტანჯოს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X