GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პატიმრებისთვის შინაგანი ორგანოების ამოცლის ფაქტებმა განგაში გამოიწვია
23:39 05.10.2012
დღის სიახლეები

აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებენ საჯარო გახადოს მტკიცებულებები, რომლითაც ჩინეთში სინდისის პატიმრებისათვის ორგანოების ამოცლა დასტურდება და რის შესახებაც, ამერიკელები, სავარაუდოდ, საქმის კურსში არიან.

ჩინეთის ციხეებში ორგანოების ამოკვეთის შესახებ ინფორმაციის მოსმენა უკვე  შედგა ამერიკის კონგრესშიც და ევროპარლამენტშიც. დამოუკიდებელი მკვლევარების მონაცემებით, ორგანოების გამო 60 ათასი ადამიანი იქნა მოკლული.
ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ექსპერტთა შეხვედრისას ითქვა.

მასში მონაწილეობდა დემოკრატიული აქტივისტი ვან დინი, რომელიც
ახლა ტაივანში ცხოვრობს და ამბობს, რომ ქვეყნის კომუნისტური პარტიის ორ კლანს შორის წარმოქმნილი წინააღმდეგობა სწორედ ის მომენტია, როცა აშშ-მა ჩინეთის ციხეებში ორგანოების ამოკვეთის თემა უნდა გააჟღეროს.

უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო 10 წლის მანძილზე ჩინეთში მასობრივად აცლიან ორგანოებს ფალუნგუნის მიმდევრებს. ამ „სულიერი პრაქტიკის“ მიმდევრებს, ხალხში მისი პოპულარობის გამო, ჩინეთის ხელისუფლება 1999 წლიდან დევნის. შედეგად, ასობით ათასი ადამიანი ციხეებში მოხვდა.

ამაში მთავარ დამნაშავეებად რამდენიმე ჩინელი ჩინოვნიკი ითვლება, რომელთა შორისაა ვან ლიცზუნი და ბო სილაია - ცოტა ხნის წინანდელი პარტიული სკანდალის გმირი. პირველ მათგანს უკვე მიუსაჯეს სასჯელი, მეორე კი ჯერაც განაჩენის მოლოდინშია.

ოფიციალურ ბრალდებებს შორის, რომლებიც მათ წაუყენეს, აქცენტი კორუფციაზე იყო გაკეთებული, ხოლო ისეთი დანაშაულის შესახებ, როგორიც ორგანოებს შეეხება, არაფერი თქმულა.

აქტივისტები თვლიან, რომ აშშ-სთვის ორგანოების საქმის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩინელმა პოლიციელმა ვან ლიცზუნმა ამერიკის საკონსულოში შეაღწია და თავისი ხელმძღვანელის - ბო სილაიას დანაშაულების შესახებ დოკუმენტები წარუდგინა.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბათუმში „უმათურმანის“ კონცერტი გაიმართება1
რუსთავის მე-16 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გენერალური ინსპექცია შეისწავლის2
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკა ზღულაძე უწყებაში არ დარჩა3
მიხეილ სააკაშვილი: ბოლო დღეები ნამდვილი გმირობის მაგალითია4
დუმის დეპუტატმა რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყება აღიარა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X