GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თამაზ თამაზაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს
17:20 09.10.2012
დღის სიახლეები
თამაზ თამაზაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 11 ოქტომბერს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, დატოვებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, დღეს, უზენაესი სასამართლოს სისხლის  სამართლის საქმეთა პალატამ პროკურორსა და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო  შეთანხმება დაამტკიცა.
 
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა  ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

თამაზ თამაზაშვილი სასჯელს 2011 წლის 11 ოქტომბრიდან იხდის.

უზენაეს სასამართლოში საქმის საკასაციო წესით განხილვისას მხარეების მიერ შეტანილ იქნა საპროცესო შეთანხმება სასჯელზე.

სასამართლომ მსჯავრდებულს დაწვრილებით განუმარტა მისი უფლებები, შესაბამისად, სასამართლო დარწმუნდა, რომ დაცული იყო საპროცესო შეთანხმების დადების ყველა წინაპირობა, ამასთან,  მხარეებმა (მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა  და პროკურორმა) სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ შორის ნებაყოფლობით მოხდა შეთანხმება სასჯელზე.

უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, თამაზაშვილს ერთწლიანი პატიმრობის ვადა 11 ოქტომბერს გასდის. 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მეცნიერების დასკვნით, გაზიანი სასმელების მიღება ქალებში ინსულტს იწვევს1
ირაკლი ღარიბაშვილი შს სამინისტროში ეკა ზღულაძეს ხვდება2
თბილისის მერიამ ფუნიკულიორის საბაგირო გზის რეაბილიტაცია დაიწყო3
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო4
თამაზ თამაზაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X