GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
РБК: თინა კანდელაკი, შესაძლოა, ივანიშვილის მთავრობის ვიცე-პრემიერი გახდეს
17:17 11.10.2012
დღის სიახლეები

თინა კანდელაკს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ახალ მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. ამის შესახებ გამოცემა РБК საქართველოს ახალი მთავრობის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა წერს, რომ კანდელაკს შესთავაზეს დაიკავოს ვიცე-პრემიერისა და კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების მინისტრის თანამდებობა და აღნიშნავს, რომ კანდელაკი უახლოეს მომავალში უკვე აპირებს თბილისში ჩასვლას და ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებების გამართვას.

როგორც РБК წერს, კანდელაკის პრეს-სამსახურში ამ საკითხზე კომენტარისაგან თავი შეიკავეს.

გამოცემა კანდელაკისა და ივანიშვილის წარმომავლობაზე მიუთითებს და წერს, რომ ორივე იმერეთიდანაა, ისევე როგორც კახი კალაძე, რომელთანაც კანდელაკს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

თინა კანდელაკი 2009 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიწვევით რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი გახდა. რუსეთში საპროტესტო გამოსვლების დროს კი, მან დაიცვა ვლადიმერ პუტინი და მისი „ედინაია როსია“, ის აკრიტიკებდა რუსეთის „არასისტემურ“ ოპოზიციას და მას არაპროფესიონალიზმსა და არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებდა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
РБК: თინა კანდელაკი, შესაძლოა, ივანიშვილის მთავრობის ვიცე-პრემიერი გახდეს1
პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს საჩუქრად ბინები გადასცა2
ალავერდის ტაძრის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება3
ადიდებულ მდინარეში ორი მამაკაცი დაიხრჩო (VIDEO)4
მორბენალი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ოლიმპიადაზე ათლეტებს გაეჯიბრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X