GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დაცვის პოლიციის თანამშრომლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან
19:08 11.10.2012
დღის სიახლეები

დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სამუშაო ადგილებზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ თავად უწყების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

ღარიბაშვილის თქმით, ის პოლიციელებს დაჰპირდა, რომ საკითხს მოქმედი მთავრობის წევრებთან გაარკვევს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს დილას გაავრცელეს და განაცხადეს, რომ სამსახურის გაუქმების შესახებ მათ მერიის წარმომადგენელმა დილით აცნობა და ქალაქის ახლად შემქნილ სამსახურში გადასვლა მოსთხოვა. 

პოლიციის თანამშრომლების თქმით, მათ ამაზე უარი განაცხადეს და „ქართული ოცნების“ ოფისში მივიდნენ. დღესვე ამ თემაზე განმარტება გაკეთდა თბილისის მერიაშიც, სადაც აცხადებენ, რომ საქმე ეხება არა თანამშრომლების გათავისუფლებას, არამედ ხელშეკრულებას, რომელიც მერიის დაცვის ახალი სამსახურის შექმნას უკავშირდება. 

უწყების პრეს-სპიკერის განმარტებით, დაცვის სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მერიის ობიექტებს იცავდნენ, მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, ქალაქის დაცვის ახალ სამსახურში გადასვლა შესთავაზეს. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
„თბილისობა 2012“ 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება3
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ4
Rope-Jumping-ის კომპანია ბიძინა გუჯაბიძესა და მის შვილს ეკუთვნის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X