სტიქიით დაზარალებულ ქობულეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება
ამ დროისთვის ნაწილობრივ აღუდგა, თუმცა კდიევ 10 ათასზე მეტი აბონენტი დენის
გარეშეა დარჩენილი.
სტიქიის ადგილას ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტროენერგიის
აღდგენასთან ერთად, სპეციალური ჯგუფები სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ამ დრომდე
ითვლიან. ბუნებრივი აირის მიწოდება კი მოსახლეობას დღის ბოლოდმე აღუდგება.
შეგახსენებთ, რომ ქარბორბალამ
ქალაქს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. რამოდენიმე კორპუსის სახურავი დაზიანდა.
ქარს წვიმაც ახლდა თან, რის გამოც საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
Internet.ge