GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უზენაესი სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ საზოგადოებას საარჩევნო დავებზე ინფორმაცია მიაწოდა
13:29 15.10.2012
დღის სიახლეები

დღეს, უზენაეს სასამართლოში საარჩევნო დავების შესახებ სპიკერმა-მოსამართლემ ნინო ქადაგიძემ ბრიფინგი გამართა.

ნინო ქადაგიძე: 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული დავების ძირითადი ნაწილის განხილვა დღეის მდგომარეობით დასრულებულია.  გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საქმის განხილვის შედეგები.

საერთო ჯამში სასამართლოებში 1 ოქტომბრის შემდგომ შემოსული 70 სარჩელიდან 25% (18 სარჩელი) დაკმაყოფილდა სრულად ან ნაწილობრივ, 1 სარჩელს მიღებაზე ეთქვა უარი,  7 სარჩელი დარჩა განუხილველი კანონით განსაზღვრული ვადის გაშვების გამო ან იმ მოტივით, რომ სარჩელი წარდგენილი იყო არასათანადო პირის მიერ. 1 შემთხვევაში შეწდა საქმის წარმოება დავის არარსებობის გამო. სარჩელების დაახლოებით 61% (43 სარჩელი) არ დაკმაყოფილდა სარჩელში მითითებული გარემოებების დაუსაბუთებლობის ან დაუდასტურებლობის მოტივით.

სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი 11 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი. მათ შორის ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქის 1, 2, 3, 8, 9, 10, 13, 45 და 46 უბნების შემაჯამებელი ოქმები; ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქის 57-ე  უბნის შემაჯამებელი ოქმი, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა ბიულეტენების ხელახლა გადათვლა, ხოლო რაც შეეხება საგარეჯოს მე-11 ოლქის #49 საარჩენო უბანს, აღნიშნულში ბათილად იქნა ცნობილი მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნებების შედეგები და აქაც საარჩევნო კომისიას დაევალა ბიულეტენების ხელახლი გადათვლის გზით ახალი შემაჯამებელი ოქნის შედგენა.

საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილული 70 საქმიდან სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ 36 საქმე.

მოგეხსენებათ, რომ სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილ უბნებში გუშინ, 14 ოქტომბერს ჩატარდა განმეორებითი არჩევნები, რომელთან დაკავშირებითაც ამ მომენტისათვის სარჩელი სასამართლოში  შემოსული არ არის."

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უზენაესი სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ საზოგადოებას საარჩევნო დავებზე ინფორმაცია მიაწოდა1
ანტინარკოტიკული კამპანიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ2
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?3
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ4
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X