გასულ კვირას, კულტურის მინისტრობის კანდიდატის გურამ ოდიშარიას
ინიციატივით, სამინისტროში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გაიმართა, რა დროსაც კულტურის
სამინისტროს თანამშრომლები, ოდიშარიას წარმომადგენელს თაკო ჩარკვიანს
დაუპირისპირდნენ.
როგორც ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას ჩარკვიანმა განაცხადა,
სამინისტროში შეხვედრისას არავითარი სკანდალი არ მომხდარა. ის ასევე უარყოს
ინფორმაციას, რომ შეხვედრა თანამშრომლების უმრავლესობამ დატოვა.
ჩარკვიანი მარინა ბერიძის კომენტასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ბერიძე როგორც ტელეპროექტ „ჯეოსტარის“
მონაწილეებს ესაუბრებოდა, ასეთი ტონით
სხვებს არ უნდა ელაპარაკებოდეს.
მისი თქმით, მას სამინისტროს გუნდისგან კატეგორიულად განსხვავებული
აზრი აქვს.
„მე ბერიძესთან და ცხადაძესთანაც ერთად რაიმე პროექტების
განხორციელებას სამინისტროში არ ვაპირებ. ჯანსაღი ცვლილებები უნდა მოხდეს“,- აცხადებს ჩარკვიანი.
მისივე თქმით, ბერიძის მიერ გაკეთებული პროექტის გამო, თავის
მოკვლამდე მივიდნენ ახალგაზრდები, რაც აღარ უნდა განმეორდეს.
შეგახსენებთ, რომ უწყების გადაბარების პროცესთან დაკავშირებით
გამართულ შეხვედრაზე, თანამშრომლებსა და თამარ ჩარკვიანს შორის დაპირისპირება
მოხდა. სამინისტროს თანამშრომლები, გურამ ოდიშარიას მომუშავე ჯგუფის წევრების
შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ.
Internet.ge