GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლორდი, რომელმაც ობამას დაჭერისათვის ჯილდო გამოაცხადა, დასაჯეს
12:16 17.04.2012
დღის სიახლეები

ბრიტანელმა ლეიბორისტებმა პაკისტანელი წარმოშობის ლორდს, ნაზირ ახმედს პარტიის წევრობა შეუჩერეს იმის გამო, რომ ის 10 მილიონი ფუნტის ოდენობის ჯილდოს დაჰპირდა ადამიანს, ვინც ბარაკ ობამას და ჯორჯ ბუშ-უმცროსს დაიჭერდა. ახმედს პარტიის წევრობა გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა - იუწყება სააგენტო „France-Presse“.

ახმედის განცხადების შესახებ 15 აპრილს პაკისტანურმა გაზეთმა „The Express Tribune“-მა დაწერა. გამოცემის მონაცემებით, ლორდმა განცხადება 13 აპრილს, პაკისტანში მის საპატივცემულოდ მოწყობილ მიღებაზე გააკეთა.


ახმედის განცხადება პასუხი იყო აშშ-ის მიმართ, სადაც პაკისტანური ისლამისტური დაჯგუფების „ლაშკარ-ი- ტაიბას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მოჰამედ საიდის დაჭერაზე დააწესეს ჯილდო. საიდი ეჭვმიტანილია 2008 წელს მუმბაიში განხოეციელებულ ტერაქტებში, რომელთა დროსაც 166 ადამიანი დაიღუპა.

„თუ აშშ-ს შეუძლია 10 მილიონი ფუნტი ჯილდო დააწესოს ხაზიფ საიდის დაკავების გამო, მე შემიძლია 10 მილიონი დავაწესო ობამასა და ბუშის დაჭერისთვის“ - ციტირებს პაკისტანური გაზეთი ლორდის სიტყვებს. თუმცა, თავად ახმედის თქმით, მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბუში და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი  ტონი ბლერი ერაყში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

53 წლის ნაზირ ახმედი, დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, 1998 წელს ლორდთა პალატის პირველი მუსულმანი წევრი გახდა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სიმსივნით დასახიჩრებული მამაკაცი საკუთარ სახეს დაიბრუნებს1
ლევან ვარშალომიძის შემცვლელად არჩილ ხაბაძის კანდიდატურა განიხილება2
ლევან კორინთელს დღეს დაკრძალავენ3
თავდაცვის აკადემიაში სასწავლო პროცესი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა4
ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X