GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
21:39 16.10.2012
დღის სიახლეები
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

"ორი დღეა მასმედიის საშუალებებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია კობის, იგივე თარხნიშვილის ქუჩა N2-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით, სადაც ბოლო დრომდე განთავსებული იყო შპს წმიდა იოაკიმ და ანას სახელობის საპატრიარქოს სამშობიარო სახლი. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ:

აღნიშნული სამშობიარო საქართველოს საპატრიარქოს გადმოეცა 2000 წელს და ეს მოხდა არა ჩვენი ინიციატივით, არამედ ამ საავადმყოფოს კოლექტივის მრავალგზის თხოვნის და სახელმწიფოს თანხმობის შედეგად. თუმცა შენობა კვლავ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებად დარჩა და იგი უვადო უზუფრუქტის სახით გაფორმდა საპატრიარქოს სახელზე. როგორც ცნობილია, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის დადგენილებით, ლიცენზიის მიღებისთვის სავალდებულო გახდა ძველი საავადმყოფოების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ახლების აშენება და მოწყობა. ეს მოთხოვნა შეეხო საქართველოს საპატრიარქოსაც და რომ აღნიშნული განხორციელებულიყო, სახელმწიფომ შემოგვთავაზა ორთაჭალაში გორგასლის ქ. N95-ში მდებარე შპს ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალი და მისი ტერიტორია, სადაც განთავსდებოდა როგორც აღნიშნული ჰოსპიტალი, ისე წმიდა იოაკიმ და ანას სახელობის სამშობიარო სახლი.

საქართველოს საპატრიარქომ მისაღებად მიიჩნია დაეთმო თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე უზუფრუქტით გადმოცემული შენობა (6200 მ2) და მიწის ფართი (3854 მ2) და მის ნაცვლად საკუთრებაში აეღო ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ბარნოვის ჰოსპიტალის ტერიტორია და ნაგებობები (მიწის ნაკვეთის ფართი 18043 მ2, ხოლო შენობების 9000 მ2). ეს მოხდა 2007 წელს. შემდეგ ინვესტორად შეირჩა ქ-ნი მანანა შარაშიძე, რომელმაც ჩამოაყალიბა შპს "MGI" და ამ შპს-ს საშუალებით განახორციელა ორთაჭალის ჰოსპიტალის ძველი შენობის სრული რეკონსტრუქცია და სრულიად ახალი შენობის აგებაც. საერთო ჯამში მან გაარემონტა და სათანადო აპარატურით აღჭურვა 6500 მ2 ფართი ნაცვლად მისთვის სავალდებულო 80 საწოლიანი საავადმყოფოსი, ანუ 3200 მ2. აღნიშნულ შენობაში 2012 წლის 2 ოქტომბრიდან ფუნქციონირება დაიწყო საპატრიარქოს მრავალპროფილიანმა სამედიცინო ცენტრმა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინვესტორს შეექმნა ფინანსური პრობლემები და იგი იძულებული გახდა გაეყიდა კობის, იგივე თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა, რათა ვალი დაეფარა. ახალი მესაკუთრის გეგმები კი ჩვენთვის უცნობია. ასე რომ, 2007 წლიდან კობის ქუჩაზე მდებარე შენობის მესაკუთრე არის შპს "MGI" და მას ამ დროიდან თავისუფლად შეეძლო თავისი სურვილისამებრ განეკარგა ეს ქონება.

მიუხედავად ამისა, ქ-ნმა მანანა შარაშიძემ შეძლო სამშენებლო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ საერთოდ არ შეწყვეტილიყო არც შპს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამშობიარო სახლის და არც შპს ნიკოლოზ ბარნოვის ჰოსპიტალის თავ-თავის ადგილზე ფუნქციონირება. ყოველივე ამის გამო იგი ჩვენგან მადლიერებას იმსახურებს.

რაც შეეხება ბ-ნ მერაბ ხიდაშელს, მას თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში საპატრიარქოს საავადმყოფოს ადმინისტრაციის კეთილი ნებით გამოყოფილი ქონდა დაახლოებით 50 მ2 აბორტსაწინააღმდეგო ცენტრისთვის, მაგრამ საკუთრებაში მას ეს ადგილი არასოდეს ქონია. ამდენად, მისი პრეტენზია ვინმეს მიმართ ფართის გამოყოფის შესახებ არ იქნება სამართლიანი."

internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტელეკომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული სანქციების შემცირება იგეგმება1
ირაკლი ალასანია მოადგილეებს დაასახელებს2
იულია ტიმოშენკომ შიმშილობა დაიწყო3
პედოფილმა შინაპატიმრობისას 1000 ლეკვი აწამა4
მაია რჩეულიშვილი წონაში კლების გამო ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X