GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ
16:28 17.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ“ #147 ბრძანების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს გაეზარდათ თანამდებობრივი სარგოები.

მათივე თქმით, აღნიშნულ ბრძანებას წინ უძღვოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის #1869 განკარგულება, რომლითაც თანხმობა მიეცა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, რომ სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები ხელახლა განესაზღვრა.

„სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრობის პირველივე დღეს განაცხადა, რომ შეუძლებელია სისტემაში მოიზიდო კვალიფიციური კადრები, როცა მათი ხელფასი 250 ლარს შეადგენს და როცა მოსამსახურეებს არ აქვთ შესაბამისი სოციალური გარანტიები.

სასჯელაღსრულების სისტემაში არაადექვატურად დაბალი ხელფასების თაობაზე გიორგი ტუღუში ჯერ კიდევ სახალხო დამცველის პოზიციაზე ყოფნის დროს საუბრობდა.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელობას შეარჩიოს კვალიფიციური კადრები, რომელთაც ექნებათ სათანადო ხელფასი და სხვა სოციალური გარანტიები.

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ტუღუშს, ასევე აუცილებლად მიაჩნია  სისტემაში მომსახურე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების არსებული შრომის ანაზღაურების ოდენობების გადახედვა და ჯანდაცვისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების მკვეთრი ზრდა, რადგან ჯანდაცვის კუთხით სისტემაში არსებული მდგომარეობა სერიოზულ დაფინანსებასა და ცვლილებებს საჭიროებს.

ვიმედოვნებთ, რომ ახალი მინისტრი სათანადო რესურსების მოსაძიებლად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რაც წინაპირობაა სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის რეფორმის ეფექტურად განსახორციელებლად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა1
ბაჩო ახალაიას ბრალს 48 საათში წაუყენებენ2
ქორწილში 24 ადამიანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა3
გუნარ ვიგანდი: იგივე კურსს გავაგრძელებთ და ყურადღებას მივაქცევთ პროგრესსა და შედეგებს4
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X