GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასდაკლების შესახებ დადგენილება უკვე ძალაშია
10:54 22.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს მთავრობამ, თბილისში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრებისათვის ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ, დადგენილება გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მერაბიშვილი აწერს.     

დადგენილების თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალათ უზრუნველყონ ყოველწლიურად პროგრამის დაფინანსების მიზნით 50 000 000 ლარის  სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინება; 2012 წლის განმავლობაში პროგრამის დასაფინანსებლად საჭირო ასიგნებები, 13 000 000 ლარის ოდენობით, გაითვალისწინონ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს.

ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან კი, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე, პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში.

პროგრამის მიზანი გახლავთ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M2 და M3 კატეგორიების ავტობუსები, საბაგირო გზით გადაყვანა) ტარიფის/საფასურის განსაზღვრისას მგზავრებისთვის ფასდაკლებისა და შეღავათების სისტემის შემოღების ფინანსური უზრუნველყოფა და მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
Rope-Jumping-ის კომპანია ბიძინა გუჯაბიძესა და მის შვილს ეკუთვნის1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
სამომხმარებლო ფასების დონე 0.9 პროცენტით შემცირდა3
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ4
მინდია გულუა „პრესა.ჯი“-ს კალაძესა და ე.წ. "ქურდული სხადნიაკის" შესახებ ესაუბრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X