GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კახა კალაძის შესახებ განაცხადებს ავრცელებს
12:11 23.10.2012
დღის სიახლეები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ყურადღება დაუთმოს შესაძლო ინეტრესთა კონფლიქტის შემთხვევებს მიმდინარე კვირაში სამთავრობო კანდიდატურების განხილვისას, ხოლო შემდგომში იზრუნოს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი მექანიზმების შექმნაზე, რომლებიც მომავალში პოლიტიკური და კომერციული ინტერესების სათანადო გამიჯვნას უზრუნველყოფს.

აღნიშნული განცხადება ორგანიზაციამ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში მოქმედ ზოგიერთ კომპანიასთან მინისტრობის კანდიდატ კახი კალაძის  კავშირის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გააკეთა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გადაამოწმა მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში მოქმედ ზოგიერთ კომპანიასთან მინისტრობის კანდიდატის შესაძლო კავშირის შესახებ. საჯარო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კახა კალაძე 2011 წლის მდგომარეობით იყო კვიპროსზე რეგისტრირებული შპს „კალა კაპიტალ ლიმიტედის” ერთ-ერთი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. „კალა კაპიტალ ლიმიტედი”, თავის მხრივ, ფლობს 100-პორცენტიან წილს საქართველოში რეგისტრირებულ შპს „კალა კაპიტალში”, ხოლო ეს უკანასკნელი 100-პროცენტიანი წილის მფლობელია კომპანიაში „კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსის”. კომპანიის წესდების თანახმად, „კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსის” საქმიანობის ძირითადი სფერო ენერგეტიკა და ბუნებრივი რესურსებია.

გარდა ამისა, იმავე საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, 2011 წელს კახა კალაძეს სს „საქჰიდროენერგომშენის” სააქციო კაპიტალის 45 პროცენტი გადაეცა. „საქჰიდროენერგომშენი” ენერგეტიკის სფეროში მოქმედი მსხვილი კომპანიაა. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსის” 25-პროცენტიან წილს ფლობს შპს „ტოტ ენერჯიში”, რომლის დირექტორი, მარიამ ვალიშვილი, ბოლო დრომდე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე იყო (რაც ასევე ინტერესთა კონფლიქტის შემცველია).

ჩვენთვის უცნობია, შეიცვალა თუ არა ამ კომპანიების მფლობელობის სტრუქტურა ზემოხსენებული დოკუმენტების საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში განთავსებიდან დღემდე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის სერიოზული საფრთხე. ეს საკითხი განმარტებას საჭიროებს კოალიცია „ქართული ოცნების” მხრიდან და საქართველოს პარლამენტის წევრთა მსჯელობის საგანი უნდა გახდეს საკანონმდებლო ორგანოში  კანდიდატურის განხილვისას.

ამასთან, ხსენებული შემთხვევა საქართველოში ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთობებისა და პოლიტიკური და კომერციული ინტერესების გადაკვეთის მხრივ წლების მანძილზე არსებული სერიოზული პრობლემების მაგალითია და ხაზს უსვამს ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ადეკვატური მექანიზმების არარსებობას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ემანუელას როლის შემსრულებელი კიბოთი გარდაიცვალა1
ე.წ. Must carry-ზე მომზადებული კანონპროექტის ინიცირება დღეს მოხდება2
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში ავტონომია გვაქვს3
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს4
მსჯავრდებულთა განცხადებით, ახალი დირექტორი პატიმრებს სპეცდანიშნულების რაზმით ემუქრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X