GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თეა წულუკიანი: გვექნება პრინციპი: „ყველა ყველას აკონტროლებს"
13:44 23.10.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყანაში სამართლიანი სისტემა შეიქმნება, რომელიც ხალხს მისცემს საშუალებას მათი უფლებები სასამართლოს მიერ იყოს დაცული, სადაც ნებისმიერი პირის მიერ ჩადენილი შეცდომა გამოსწორდება.

ამის შესახებ განცხადება წულუკიანმა, კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ის პირველ რიგში აპირებს საზოგადოებრივი აზრის მეშვეობით ის შეცდომები გამოასწოროს, რომელიც ძველმა ხელისუფლებამ დაუშვა და ასევე, გამოუძიებელი საქმეების გამოძიება მოხდეს.

„სამართლებლივი კუთხით ქვეყანა წინ უნდა ვატაროთ და  მხოლოდ ძველი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსოწრება არ უნდა დავიწყოთ.  ხალხი საზღვრებს გარეთ არ უნდა მიდიოდნენ. იუსტიციის მინიტრის როლის გადახედვა უნდა მოხდეს. არ შეიძლება ქვეყანას იუსტიციის „ურჩხული მინისტრი“ ჰყავდეს და არ შეიძლება იუსტიციის მინისტრი შიშის წყარო იყოს. ჩავატარებთ რეფორმებს და რაც მთავარია პროკურატურისა და იუსტიციის მინისტრის თანამშრომლობა გაწონასწორებული იქნება. პრინციპი გვექნება: „ყველა ყველას აკონტროლებს“,- განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ადვოკატების საქმიანობას აზრი უნდა დაუბრუნდეს. პროკურორი აღარ უნდა იყოს მართლმსაჯულების მეტრი და მოსამრთლეები უნდა იყვნენ თავისუფლები.

„როცა ჩვენ ხელისუფლებიდან წავალთ და ეს აუცილებლად მოხდება, ქვეყანაში სამართლიანი სისტემა დარჩება. პროკურორებმა უნდა შეწყვიტონ საქმეების ჭრა-კერვა. უნდა შეწყდეს ზეწოლა პროკურორების მხრიდან მოსამართლეებზე. სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. მოხდეს ‘’სახელმძღვანელო პრინციპების“ განსაჯაროება. კერძოდ, ის, თუ რა სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს იუსტიციის მინისტრი. ამ დოკუმენტით პროკურორებს რეგიონების მიხედვით ავალებდნენ, რომ საქმეების 95 პროცენტი საპროცესო შეთანხმებით დაესრულებინათ და ხდებოდა „თავისუფლებით ვაჭრობა“ ამის გამო კი, ხალხი ყიდდა ქონებას“,- განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, მოხდება საპროცესო შეთანხმების რეფორმა, შემუშავდება პრინციპი და ეს ნორმა ცივილიზებული ფორმებით წარიმართება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
იატაკის შეკეთებისას მამაკაცი მეზობლის სამზარეულოში ჩავარდა (VIDEO)1
ბიძინა ივანიშვიმა რამაზ ჩხიკვაძის საფლავი გვირგვინით შეამკო2
ვანო მერაბიშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა3
პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას დღეიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ4
ბაქრაძე: „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს წარმოვადგენთ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X