იეღოვას მოწმეს, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია უარს ამბობს ნებისმიერ ქირურგიულ ოპერაციაზე, შანსი გაუჩნდა სახიდან გიგანტური სიმსივნე მოიცილოს. ეს ბრიტანელი ექიმის და ახალი სამედიცინო მეთოდიკის წყალობით იქნება შესაძლებელი.
პორტუგალიელ ხოსე მესტრეს, რომელმაც სისხლის გადასხმა არ ისურვა, ხორცმეტი ჯერ ტუჩზე გაუჩნდა, რომელიც შემდეგ საშინლად გაზიარდა.
ახლა 51 წლის ხოსეს განკურნების პირობას ბრიტანელი ექიმი იძლევა – ოპერაციის წინ სისხლის კოაგუალციისთვის ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით, რაც გამონაზარდის რისკის გარეშე მოკვეთის საშუალებას იძლევა და ამასთან, არც სისხლის გადასხმის შესახებ ხოსეს რელიგიურ აკრძალვებს დაარღვევს.
ექიმები თვლიან, რომ ოპერაციამ შესაძლოა, საგრძნობლად შეცვალოს პაციენტის გარეგნობა.
ამ დაავადებას ჰემანგიომა ეწოდება და სახეზე ვენებისა და კაპილარების პათოლოგიით არის გამოწვეული.
თავად ხოსე დიდხანს ფქირობდა გაეკეთებინა თუ არა ოპერაცია, თუმცა ექიმმა ჰატჩინსონმა ის დაარწმუნა და პაციენტი უკვე ლონდონშია. მას ჯერ ერთ პატარა გამონაზარდს მოჰკვეთენ და თუ ეს ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდება, მას მთელს სიმსივნეზე ჩაატარებენ.
ხოსეს სახეს კი ერთი 12-საათიანი ოპერაციით აღადგენენ.
ოპერაციას ექსპერიმენტული ხასიათი ექნება და ექიმი მას უფასოდ გააკეთებს.
Internet.ge