GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გოგა ხაჩიძე: მეტი რა ვქნა მეგობრებო? იქნებ დავტყუო ერთი ანეკდოტიც...
13:29 24.10.2012
დღის სიახლეები

გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა გოგა ხაჩიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს სხდომათა დარბაზშივე ანეკდოტის მოყოლა სთხოვა.

„ჩვენ დღემდე ვიცით თქვენი ორი ანეკდოტი: ერთი „მიტუაზე“ და მეორე „შედი ქალო ბუტკაში", იქნებ მესამეც დაგვიტოვოთ“,- განაცხადა ხაჩიძემ და იქვე დასძინა, რომ ივანიშვილის ანეკდოტებზე ბევრს ხალისობს.

დეპუტატის ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილის რეპლიკა მოჰყვა.

„ანეკდოტებს უყვებიან მეგობრებს, მე და თქვენ არ ვართ მეგობრები. თუმცა შეიძლება გავხდეთ“,- აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაინტერესდა ნამდვილად დადიოდა თუ არა გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის სამინისტროს დერეფნებში ველოსიპედით.

მისი თქმით ამის ამსახველი ფოტო მასალაც არსებობს.

თავის მხრივ უმცირესობის წევრმა მას კორიდორში ველოსიპეტით გასეირნება შესთავაზა.

ამ პოლემიკამდე  ხაჩიძე დაინტერესდა ნამდვილად იგეგმება თუ არა სატყეო სექტორის პრემიერ-მინისტრისთვის ჩაბარება.

მისი თქმით აღნიშნული ინფორმაცია ახალი მინისტრისგან მოისმინა. თუმცა, როგორც მოგვიანებით ხათუნა გოგოლაძემ განმარტა, ის მხოლოდ და მხოლოდ მოდელს განიხილავდა.

აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე წუთში გოგა ხაჩიძის „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტი გაჩნდა:

„არანაირი კონკრეტული ვადა. იფიქრეთ, და გამოიცანით როდის? როგორ? რამდენი? იოცნებეთ“,- წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და დასძენს:  მეტი რა ვქნა მეგობრებო? იქნებ დავტყუო ერთი ანეკდოტიც..."

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ2
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს3
„თბილისობა 2012“ 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება4
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X