GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი ბარამიძე: იქნებ პუტინის ინტერესების გამტარებელი ხართ?!
14:33 24.10.2012
დღის სიახლეები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილი სამოქმედო გეგმა გაუკრიტიკა.

როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბარამიძემ აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობა ამ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს.

„დოკუმენტში წერია, რომ რუსეთთან არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავებას აპირებთ. ეს არის თქვენი მიზანი თუ რუსეთის ოკუპაციის მშვიდობიანი დასრულება არის თემა, რაზეც უნდა ილაპარაკოთ. თქვენ პროგრამა ეჭვს აჩენს, როგორ უნდა მისცეს ნორმალურმა ადამიანმა ამ ოფიციალურ დოკუმენტს თანხმობა, როდესაც თქვენ საქართველოს ოკუპაციას არც ერთხელ ახსენებთ“, - განაცხადა ბარამიძემ.

გარდა ამისა, დეპუტატმა ივანიშვილს წინასაარჩევნო რეჟიმიდან გამოსვლისკენ მოუწოდა და კოლეგების მსგავსად პრემიერობის კანდიდატს დისკრედიციული განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია.

„ნუ დაგვიკარგავთ იმას, რასაც მივაღწიეთ, დაეყრდენით იმას, რაც გავაკეთეთ. თქვენ მუშაობის პროცესში აღმოაჩენთ ბევრ სიკეთეს და ბევრ შეცდომასაც და დარწმუნებული ვარ, რომ ამას იტყვით. თუმცა, ჩვენ შორის მაინც არის განსხვავებები. თქვენ გვერდით გიდგათ ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანას უჩივის. ეჭვს ბადებს თქვენი სიმდიდრის დაგროვება იმ რუსეთში, სადაც ამის გაკეთება სუფთად თითქმის შეუძლებელია. თქვენი წარსული ეჭვებისა და ხიფათის შემცველია, იქნებ პუტინის ინტერესების გამტარებელი ხართ?! ეს შეკითხვა ლეგიტიმურია“,- დასძინა ბარამიძემ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"საუკუნის ქურდობაში" ბრალდებულთა საქმის განხილვა განახლდება1
მერაბიშვილი: მირჩევნია ვიყო 4500 სოფლის რწმუნებულის მინისტრი, ვიდრე 18 მინისტრის2
54 წლის მამაკაცი მეცხრე სართულიდან გადმოხტა3
ქსენია სობჩაკს ჩხრეკისას ამოღებულ ფულს ჯერ არ უბრუნებენ4
პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X