GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უმრავლესობის წევრები გუნარდ ვიგანდის შეხვდნენ
21:53 24.10.2012
დღის სიახლეები
საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ევროპის საგარეო სამსახურში რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს მიმართულების დირექტორმა, გუნარდ ვიგანდისმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროსტრუქტურებში საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც შეიცავს როგორც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, ასევე სავიზო რეჟიმის გამარტივებას. ითქვა, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია და ხალხს არ უნდა ჰქონდეს გადაჭარბებული მოლოდინი. ხელისუფლება უნდა იყოს მაქსიმალურად პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული.

ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს შესაბამისი ვალდებულებები,  რაც ქვეყნის შიგნით დემოკრატიული პროცესების განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას და კანონის უზენაესობას ითვალისწინებს.

აღინიშნა, რომ ევროსტრუქტურებში ინტეგრაციული პროცესების თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს წინგადადგმული ნაბიჯები. უნდა შენარჩუნდეს ყველაფერი დადებითი რაც აქამდე გაკეთებულა, მაგრამ უნდა გაგრძელდეს  წინსვლა.

ამისათვის საქართველოს კიდევ ბევრი დავალება აქვს  შესასრულებელი, თუნდაც ისეთ საკითხებში, როგორიცაა კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება შრომის კოდექსის დახვეწაზე.

დავით უსუფაშვილმა და გუნარდ ვიგანდისმა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესახებაც ისაუბრეს. ითქვა, რომ ამჟამად საქართველოში მისიის 270-ზე მეტი სამხედრო პირი იმყოფება, მაგრამ ისინი კოფლიქტის ზონის პერიფერიებში მოქმედებენ და არა შიგნით, ამდენად ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი.
სტუმრის  განცხადებით - დემოკრატიული, ეკონომიკური, უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით საქართველო უნდა გახდეს რეგიონში სამოდელო ქვეყანა და თავისი წვლილი შეიტანოს საერთო ევროატლანტიკურ საქმეში.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შს სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაში ვიზიტის კადრებს ავრცელებს (VIDEO)1
ნინა ხატისკაცმა სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა2
ირაკლი სესიაშვილი: სარეზერვო სისტემის ძირეული რეფორმირება მოხდება3
ბაქრაძე: კონსტიტუციით შესაძლებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს4
ექვსმა ახალგაზრდამ იუსტიციის სახლთან შიმშილობა დაიწყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X