GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ
10:25 25.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ფოთში საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლების გამაფრთხილებელი აქცია იმართება. 

აქცია  ნავსადგურის მუშაკთა პროფკავშირის ორგანიზებით იმართება.

ნავსადგურის თანამშრომლები ხელფასების მომატებას, გარკვეული კატეგორიის თანამშრომლებს შორის ხელფასების დისბალანსის აღმოფხვრას, საშხაპეების, საპირფარეშოებისა და გასახდელი ოთახების ღირსეულ მოწყობას და სასადილოების ორგანიზებას მოითხოვენ. ასევე, მათი მოითხოვნაა სამსახურიდან 2011 წლის დეკემბერში უსამართლოდ დათხოვნილი თანამშრომლების საქმეთა გადახედვა - პროფკავშირის და ადმინისტრაციის ერთობლივი კომისიის საშუალებით.

ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებს მხარს უჭერენ პროფკავშირების გაერთიანება და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირი. ისინი ადმინისტრაციას მოუწოდებენ, თავი შეიკავოს გაფიცულებზე ზეწოლისა და მუქარისგან და ჩაერთოს მათთან სოციალურ დიალოგში.

ნავსადგურის მუშაკთა პროფკავშირი მოითხოვს, რომ ნავსადგურის სრულმასშტაბიანი გაფიცვის თავიდან ასაცილებლად ადმინისტრაციამ შეასრულოს დანაპირები და დააკმაყოფილოს გაფიცულთა მოთხოვნები. პროფკავშირების ინფორმაციით, დღევანდელი აქციის შესახებ ადმინისტრაცია გაფრთხილებულია.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უსუფაშვილი: ყველა პროცედურული საკითხის ჩამოყალიბება დაგეგმილზე 10 დღით ადრე მოხდება1
მატვიენკო: ცვლილებები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს გააუმჯობესებს2
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო არ იყიდება3
სიმსუქნე შესაძლოა მკერდის კიბოს გამომწვევი ფაქტორი გახდეს4
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X