GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სოზარ სუბარმა ახალ კაბინეტში შესვლისთანავე პრეზიდენტის სურათი ჩამოხსნა
11:51 26.10.2012
დღის სიახლეები
პირველი, რაც დღეს სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა სოზარ სუბარმა კაბინეტში შესვლისთანავე გააკეთა, პრეზიდენტის სურათის ჩამოხსნა იყო.

ამ ქმედებით, როგორც სუბარმა ახსნა, დაწესებულება წარსულისგან გაათავისუფლა.

სუბარმა დასძინა, რომ კაბინეტში არც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სურათს დაკიდებს.

შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარი (დ. 4 ნოემბერი, 1964, ჭუბერი, მესტიის რაიონი), — ისტორიკოსი, თეოლოგი, ჟურნალისტი, საქართველოს სახალხო დამცველი გახლდათ 2004-2009 წწ. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეკლესიაში დიაკვნად, საჯარო სკოლის დირექტორად, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის კორესპონდენტად და რედაქტორად, მოღვაწეობდა თავისუფლების ინსტიტუტში (2003-2004).

სახალხო დამცველის პოსტზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2009 წლის 22 სექტემბერს, ის შეუერთდა პოლიტიკურ გაერთიანებას „ალიანსი საქართველოსთვის“, რომლის წევრებიც იყვნენ საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები და ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. ალიანსის განაცხადებით, სუბარი მათი კანდიდატი იქნებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე 2010 წელს დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში. აპრილში მან განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, ხოლო არჩევნების შემდეგ ალიანსი დატოვა.

2010 წელს, სხვა პოლიტიკოსებთან (ეროსი კიწმარიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ოქრუაშვილი) ერთად, დააფუძნა ქართული პარტია. 2012 წლიდან არის ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ1
ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 50 წლის მამაკაცი დააკავეს2
პრემიერის აზრით, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა3
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს4
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X