GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გრიგოლ ვაშაძე: მადლობა ჟურნალისტებს, რომლებმაც 4 წელი არ მომასვენეთ
12:52 26.10.2012
დღის სიახლეები

“ყველა, ვინც ამ სამინისტროში რჩება ან მიდის, ერთად არის ნამუშევარი, ერთი სამშობლო გვაქვს, ქვეყანა და საგარეო პოლიტიკა ადგილზეა”,- აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ახალ მინისტრ, მაია ფანჯიკიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, გადაბარების პროცესი ცივილიზებულად და მეგობრულად ჩატარდა.

„ძალიან მიხარია, რომ პრიორიტეტები იგივე რჩება, კერძოდ, ევროკავშირი, ნატო, კარგი ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან, მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა. ის, რომ საქართველო მსოფლიოს ყველა რეგიონში არის წარმოდგენილი და ყველგან საიმედო პარტნიორები ჰყავს, უაღრესად მნიშვნელოვანია. რამდენადაც მნიშვნელოვანიც უნდა იყოს ევროპა და აშშ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საიმედო პარტნიორები ყველა რეგიონში გვყავს და საქართველოს მსოფლიო საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია“,- განაცხადა ვაშაძემ და სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას წარმატება უსურვა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას კოლეგებს, რომლებთან ერთადაც ამ შენობაში 4 წელი გავატარე. ძალიან დიდი მადლობა ჟურნალისტებს, რომლებმაც 4 წელი არ მომასვენეთ", - დასძინა ექს-მინისტრმა.

ჟურნალისტები გრიგოლ ვაშაძის სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდნენ.

"რადგან არცერთი თქვენთაგანი  არ არის ნინო ანანიაშვილი ან ელენე ვაშაძე, სამომავლო გეგმებს თქვენთან არ განიხილავ",- დასძინა ვაშაძემ.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნარმანია: დაზიანებულმა, დაავადებულმა ხეებმა შემდგომ სხვა ჯანსაღი ხეები არ დააზიანოს1
სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების #5-ე ქალთა საპატიმრო დაწესებულება მოინახულა2
უბედური შემთხვევის შედეგად 39 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა3
გრიგოლ ვაშაძე: მადლობა ჟურნალისტებს, რომლებმაც 4 წელი არ მომასვენეთ4
გოგა ხაჩიძე: მეტი რა ვქნა მეგობრებო? იქნებ დავტყუო ერთი ანეკდოტიც...5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X