GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჯოზეფ ქეი პატარკაციშვილებს „იმედის“ 10 %-იან წილს უბრუნებს
15:21 29.10.2012
დღის სიახლეები

ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი მზად არის, მის სახელზე არსებული "იმედის" 10%-იანი წილი ტელეკომპანიის დღევანდელ მფლობელს ინა გუდავაძეს გადასცეს.

ქეი მის გადაწყვეტილებაზე არაფერს ამბობს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ბერეზოვსკის ფაქტორის გამორიცხვა არ შეიძლება.

როგორც ქეი გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, "იმედის" მთავარი პრიორიტეტი საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ფასეულობების დაცვა იქნება".

"მთავრობა ბადრის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტისთვის და მისი ბიზნესის ხელშეუხებლობის გარანტად ტელევიზიას ითხოვდა. იმ პერიოდისთვის ტელევიზია ნომინალური მფლობელის ხელში იყო. მთავრობისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს აქტივი ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც ისეთი ადამიანის ხელში ყოფილიყო, რომელსაც თავად ექნებოდა რამე დასაკარგი, ან მათი კლანის წევრი იქნებოდა. მე ორივე მხარისთვის მისაღები აღმოვჩნდი. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის 5 წლით მართვის უფლების გადაცემაზე თანხმობა მივიღე. შემდეგ ბადრი გარდაიცვალა. ჩვენი ტრაგედია სათავისოდ გამოიყენეს. მოჯადოებულ წრეში აღმოვჩნდი. მე ასე ვთქვათ "გამაშავეს": თითქოს ბადრის "ყალბი" ანდერძით მისი აქტივების ხელში ჩაგდება მინდოდა. "იმედი" არანაირად არ უკავშირდებოდა ანდერძსა და ჩემს ეკზეკუტორობას. ეს მოლაპარაკებისა და გარიგების თემა იყო. ჯაოშვილს თავის წილ აქციებში ფული გადავუხადე. ანდერძის აღმასრულებლის ფუნქცია გამოვიყენე მხოლოდ ორჯერ, ერთი ბადრის სიცოცხლეშივე წართმეული მთაწმინდის პარკის თემის დასასრულებლად, ეს გიგი უგულავას ისტერიული მოთხოვნა იყო და მეორე ბადრიმ თავისი დაღუპული მეგობრის შვილებს თანხა დაუტოვა და მის აღებაში დავეხმარე. 2009 წელს გამომიცხადეს, რომ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩემთვის "იმედი" წაერთმია. მოტივი იყო შემდეგი, ინა ყველგან გებრძვის, "გაშავებს" და ტელევიზია შეიძლება წაგართვას, ამიტომ ის საიმედო ხელში უნდა იყოს. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ეს არ იყო ჩვენი შეთანხმება და 5 წელიწადში მე იმედი უნდა დამებრუნებინა. თავისი გეგმის შესრულება შეძლეს", - აცხადებს ჯოზეფ ქეი.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსთავის მე-16 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გენერალური ინსპექცია შეისწავლის1
არქეოლოგებმა ქარელში ყორღანები აღმოაჩინეს2
შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა3
ქოიავა: არალეგალებისთვის მომსახურების გაწევა რეადმისიის პროცესს არ ეწინააღმდეგება4
ცხინვალი ე.წ. საზღვარს კეტავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X