GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომისია საქმეების განხილვას განახლებული შემადგენლობით იწყებს
14:27 31.10.2012
დღის სიახლეები

პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია, საქმეების ინტენსიურ განხილვას განახლებული შემადგენლობით იწყებს. 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, კომისია საქმეთა განხილვისას უპირატესობას მიანიჭებს სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, ხანდაზმულ და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირობით მსჯავრდებულებს,  რომელთაც გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი აქვთ მოხდილი და პირობით მსჯავრდებულთა რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან.  

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე პრობაციის ბიუროები არ გაწევენ შუამდგომლობას მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე: პრობაციონერებს, რომლებიც განმეორებით არიან მსჯავრდებულები; პრობაციონერებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და  პრობაციონერებს, რომლებიც საპრობაციო ვადის პერიოდში გამოირჩეოდნენ დადგენილი რეჟიმის უხეში და სისტემატიური დარღვევით.  

“ახლო მომავალში, პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია დაახლოებით 1500 პრობაციონერის განცხადების განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას გეგმავს. შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოხდება საზოგადოების ინფორმირებაც“,- აცხადებენ სამინისტროში.

კომისიის შემადგენლობაში შედიან: სამინისტროს ცენტრალური აპარატის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომისია საქმეების განხილვას განახლებული შემადგენლობით იწყებს1
აკაკი მინაშვილი: ცესკოს მონაცემების გამოქვეყნებამდე შედეგებზე საუბარი ნაადრევია2
დაკავებული სტუდენტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს3
საქართველოს ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე, უხვ ნალექსა და სეტყვას ელოდებიან4
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X