GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ამერიკული სუპერშტორმი კანადისკენ მიიწევს
22:23 31.10.2012
დღის სიახლეები

აშშ-ში ქარიშხლის შედეგების ლიკვიდაცია დაიწყო. ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში უკვე ამუშავდა აეროპორტები, მუშაობას მალე შეუდგება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაც.

ხელისუფლების შეფასებით, სტიქიას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა. შტორმი კი ამ დროისთვის ჩრდილოეთით – კანადისკენ მიიწევს.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 8 მილიონი ადამიანი. ურაგანმა, რომელსაც სუპერშტორმი უწოდეს, ქალაქებს - ატლანტიკ-სითის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკსა და პენსილვანიის, კონექტიკუტის, მერილენდის, ჩრდილოეთ კაროლინასა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებს გადაუარა.

ნიუ-იორკის დატბორილი მეტრო ამ დრომდე არ ამუშავებულა. მისმა თანამშრომლებმა მომხდარს უდიდესი კატასტროფა უწოდეს, რომელიც ბოლო 108 წლის მანძილზე მომხდარა. ვარაუდობენ, რომ მეტროში მატარებლების მოძრაობის აღდგენას 2-3 დღეში მოახერხებენ.

შეზღუდვებია გზებზეც, დატბორილია გვირაბებიც.

ელექტროკომპანიამ განაცხადა, რომ ბრონქსში, კუინსში, სტეიტენ-აილენდსა და ვესტჩესტერში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება. თუმცა გეოდეზისტებს უფრო პესიმისტური პროგნოზი აქვთ, მათი ვარაუდით, აღდგენას გაცილებით დიდი დრო დასჭირდება.

ბარაკ ობამა დაზარალებულ რაიონებს ფედერალურ დახმარებას დაპირდა. მან განაცხადა, რომ მერებსა და გუბერნატორებს მასთან პირდაპირ შეუძლიათ დარეკვა და დახმარების თხოვნა.

რამდენიმე შტატში კი ქარიშხლის შემდეგ თოვლსა და ქარბუქს ებრძვიან. დასავლეთ ვირჯინიაში თოვლის საფარმა უკვე ნახევარ მეტრს მიაღწია. მეტეოროლოგების ვარაუდით, ერთ დღე-ღამეში თოვლის საფარი ერთ მეტრამდე მოიმატებს.

წინასწარი გათვლებით, სტიქიით მიყენებული ზარალი 20 მილიარდი დოლარი იქნება,  ბიზნესის თვალსაზრისით კი ზარალი 10-დან 30 მილიარდამდე.

 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?1
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ2
ბიზნეს სექტორის შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან3
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება4
მატარებელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X