GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს
15:59 01.11.2012
დღის სიახლეები
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომიტეტმა "მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე იმსჯელა.
საკანონსმდებლო ორგანოს პრესცენტრის ინფორმაციით, კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ დადგენილებას ოთხშაბათს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, ხუთშაბათს კი, საგარეო ურთიერთობათა და საპროცედურო საკითხთა და წესების გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომაზე დელეგაციების კონკრეტულ წევრებს დაამტკიცებენ.

კომიტეტის სხდომაზე "საქართველოს მთავრობისა და ისრაელის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ წარმოადგინა. შეთანხმების თანახმად, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ განახორციელონ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ისრაელის ტერიტორიებზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის. რაც შეეხება მიმოსვლის ტარიფებს - იგი ავიასაწარმოების დამოუკიდებლად, ღია ბაზრის პრინციპით განისაზღვრება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ კომიტეტის წევრებს საერთაშორისო ხელშეკრულებები წარუდგინა. კერძოდ კი, "საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში "ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის "ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“ და "ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულების ნომერი მეორე და მესამე ცვლილებების“ შეთანხმებები.

კომიტეტის წევრებმა მოიწონეს წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მხარი დაუჭირეს მათ პლენარულ სხდომაზე გატანას. სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრმა, აკაკი მინაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს, თედო ჯაფარიძეს კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართა. საუბარია საგარეო პოლიტიკის ექსპერტ-სპეციალისტების კომიტეტის მუშაობაში ჩართულობაზე. აღნიშნული ინიციატივა კომიტეტის წევრებმა ერთსულოვნად გაიზიარეს.
internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნარმანია: დაზიანებულმა, დაავადებულმა ხეებმა შემდგომ სხვა ჯანსაღი ხეები არ დააზიანოს1
სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების #5-ე ქალთა საპატიმრო დაწესებულება მოინახულა2
კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს3
უბედური შემთხვევის შედეგად 39 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა4
გრიგოლ ვაშაძე: მადლობა ჟურნალისტებს, რომლებმაც 4 წელი არ მომასვენეთ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X